სპარტაკ ცინცაძე - 90 საიუბილეო გამოცემა
,,წიგნის მხატვრობას ის განსაკუთრებული ხიბლი აქვს, რომ თითქმის ყველა ოჯახში „შედის“, „მკვიდრდება“ და „შინაურდება“. ასე რომ, მისი გამფორმებელი მხატვარიც წიგნის მფლობელის სტუმარი, შემდგომ კი ახლობელი ხდება.
სპარტაკ ცინცაძეს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ სწორედ ასეთი ახლობლობა მაკავშირებს მასთან, მხატვართან, რომლის ხელითაა შექმნილი ყმაწვილთათვის თუ ზრდასრულთათვის განკუთვნილი ათეულობით წიგნი.
სპარტაკ ცინცაძე 1960-იანი წლების ქართველ გრაფიკოსთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო, ნამდვილი ხელოვანია, რომლის შემოქმედებითი ბიოგრაფიის გაცნობისას კიდევ უფრო ნათელი ხდება ის საოცარი, ღირსებით სავსე ადამიანური თვისებები, რომლებსაც მის ნამუშევრებთან კონტაქტის დროს შეიგრძნობს მკითხველი.
ანოტაცია

პირად არქივში დაცული მისი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა, დღიურები და სხვადასხვა ტიპის ჩანაწერები გვეხმარება, კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდეთ მხატვრის შინაგან სამყაროს, გავიაზროთ ყოველდღიურობის თხრობის ისტორიები, მისი თვალთახედვით აღქმულ ცხოვრება, რომელიც თითქოს ჩვეულებრივია, თან „არა-ჩვეულებრივი“, სიღრმისეულად სულში ჩამწვდომი, ზოგჯერ შემაძრწუნებელიც კი...
მხატვრის დახმარებით, თანმიმდევრულად მივადევნებთ თვალს მის ბიოგრაფიას და გაგაცნობთ სპარტაკ ცინცაძეს... მის შემოქმედებით მემკვიდრეობას“ - მარიამ გაჩეჩილაძე.
მახასიათებლები
კატეგორია
ხელოვანთა ბიოგრაფიები,ხელოვნება / ხელოვნებათმცოდნეობა
გამომცემლობა
მერიდიანი
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941347979
გვერდები
132
გარეკანი
მაგარი
გამოცემის წელი
2024
ფორმატი
24.5X29