ქართული შრიფტი გრაფიკოს დიზაინერებისთვის / Georgian Type for Graphic Designers
წიგნი შედგება ხუთი ნაწილისაგან, რომლის ძირითად ნაწილს წარმოადგენს მეორე, პრაქტიკული სახელმძღვანელო გრაფიკული დიზაინერებისთვის, რომელიც ეხება ქართული ასონიშნების აგებისა და სიბრტყეზე განთავსების წესებს.
თითოეული გვერდის შუა ნაწილში მოცემულია მხედრული ანბანის ჩვეულებრივი (პატარა) ასო და მისი აგებისა და გამოყენების წესი, როგორც ქართული თანამედროვე მართლწერის ნორმატიული წესი. ხოლო გვერდის კიდეში, ლურჯ კვადრატებში მოცემულია ასომთავრული, ნუსხური და მხედრულის მთავრული ასონიშნები.
განსაკუთრებით საყურადღებოა მხედრულის მთავრული, რომლის აუცილებლობა ქართული მართლწერის ნორმატიული წესებით არ არსებობს, თუმცა გრაფიკოს დიზაინერები ესთეტური და კონცეპტუალური მოსაზრებით მას ხშირად იყენებენ.
წიგნის მესამე ნაწილში მოცემულია ფართოდ გავრცელებული ქართული შრიფტების გარნიტურები. მეოთხე ნაწილში ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად მოცემულია ქართული შრიფტის გამოყენების მაგალითები პრაქტიკაში, ხოლო მეხუთე ნაწილში ქართული შრიფტი ურბანულ სივრცეში.
ანოტაცია
წინამდებარე წიგნი განკუთვნილია გრაფიკოსი დიზაინერებისთვის და ქართული ანბანის გამოყენებით დაინტერესებული პირებისათვის, როგორც პრაქტიკული სახელმძღვანელო და მას პრეტენზია არა აქვს ენათმეცნიერულ კვლევებზე. სახელმძღვანელოში გამოყენებულია უნიკოდის სისტემაში არსებული ტერმინოლოგია, რაც ზოგჯერ არ მოდის შესაბამისობაში ოფიციალურ სამეცნიერო ტერმინოლოგიასთან, რომელიც გამოყენებულია UNESCO 2016 წლის ,,ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ ნომინაციის ტექსტში და ზოგადად სამეცნიერო ლიტერატურაში. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ პირველი ქართული დამწერლობა ,,მრგვლოვანი“ (ასომთავრული), რომლის სახელწოდება სახელმწიფოებრივად და მეცნიერულად დადგენილია როგორც ,,მრგვლოვანი“, ხოლო უნიკოდის სისტემაში იმის გამო, რომ ,,უნიკოდთან“ ურთიერთობა მიმდინარეობდა საზოგადოებრივი ინიციატივების დონეზე და სახელმწიფოს მხრიდან ინსტიტუციონალური თანამშრომლობა ამ მიმართულებით არ განხორციელებულა, გამოიწვია რეგისტრაციაში სახელწოდების ცდომილება და დღეისათვის დამკვიდრებულია სახელით ,,ასომთავრული“.
ამ და ზოგი ორგანიზაციული, თუ ტექნიკური მიზეზებით, ქართული დამწერლობა Unicode 11.00 ცხრილში სრულად ასახულია სამ სხვადასხვა ადგილას, ,,ასომთავრული (,,მრგვლოვანი“)და მხედრული ერთად., ,,ნუსხური“ (ხუცური) და ,,მხედრულის მთავრული“ ცალ-ცალკე, რაც არ არის ტიპიური სხვა დამწერლობებთან შედარებით.
ქართული დამწერლობა ერთრეგისტრიანი-უნიკამერული დამწერლობაა. ნებისმიერი სიტყვა დაწერილია ან სრულად პატარა ასოებით (მხედრული), ან მხოლოდ დიდი ასოებით (მთავრული), (მთავრული გამოიყენება მხოლოდ დიზაინერის კონცეპტუალური გადაწყვეტილებით).
წიგნი შედგება ხუთი ნაწილისაგან, რომლის ძირითად ნაწილს წარმოადგენს მეორე, პრაქტიკული სახელმძღვანელო გრაფიკული დიზაინერებისთვის, რომელიც ეხება ქართული ასონიშნების აგებისა და სიბრტყეზე განთავსების წესებს.
თითოეული გვერდის შუა ნაწილში მოცემულია მხედრული ანბანის ჩვეულებრივი (პატარა) ასო და მისი აგებისა და გამოყენების წესი, როგორც ქართული თანამედროვე მართლწერის ნორმატიული წესი. ხოლო გვერდის კიდეში, ლურჯ კვადრატებში მოცემულია ასომთავრული, ნუსხური და მხედრულის მთავრული ასონიშნები.
განსაკუთრებით საყურადღებოა მხედრულის მთავრული, რომლის აუცილებლობა ქართული მართლწერის ნორმატიული წესებით არ არსებობს, თუმცა გრაფიკოს დიზაინერები ესთეტური და კონცეპტუალური მოსაზრებით მას ხშირად იყენებენ.
წიგნის მესამე ნაწილში მოცემულია ფართოდ გავრცელებული ქართული შრიფტების გარნიტურები. მეოთხე ნაწილში ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად მოცემულია ქართული შრიფტის გამოყენების მაგალითები პრაქტიკაში, ხოლო მეხუთე ნაწილში ქართული შრიფტი ურბანულ სივრცეში.
წინამდებარე წიგნი საშუალებას აძლევს ქართული ენისა და ანბანის არმცოდნე გრაფიკულ დიზაინერებს, საჭიროების შემთხვევაში (თავიანთ ნაშრომებში) გამოიყენონ ქართული ასონიშნები.
მახასიათებლები
კატეგორია
გრაფიკული დიზაინი,კულტურათა გაცნობა,ხელოვნება / ხელოვნებათმცოდნეობა
გამომცემლობა
მერიდიანი
ენა
ქართულ-ინგლისური
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941342349
გვერდები
212
გარეკანი
მაგარი
გამოცემის წელი
2022
ფორმატი
21.5X24.7