ვაჟა ჩაჩავა არტისტი და მასწავლებელი
ვაჟა ჩაჩავა არტისტი და მასწავლებელი

ვაჟა ჩაჩავა არტისტი და მასწავლებელი

ავტორი: ალექსეი პარინი

მთარგმნელი: გია ჯოხაძე

ალექსეი პარინის წიგნი „ვაჟა ჩაჩავა – არტისტი და მასწავლებელი“ წარმოადგენს გამორჩეული ქართველი მუსიკოსის, საქართველოს სახალხო არტისტის, მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, პიანისტისა და კონცერტმაისტერის – ვაჟა ჩაჩავას შემოქმედებითი გზის ქრონიკას. წიგნი აერთიანებს ვაჟა ჩაჩავას ჩანაწერებს, ინტერვიუებს, მის შესახებ დაწერილ მოგონებებსა და წერილებს, რომლებიც მკითხველს მუსიკოსის ბიოგრაფიულ ფაქტებთან ერთად, მის ესთეტიკურ ხედვას, პროფესიულ პრინციპებსა და, ზოგადად, ხელოვნებისადმი დამოკიდებულებას აცნობს.

ანოტაცია

წიგნში აღწერილია ჩაჩავას პროფესიული ფილოსოფია, რომლის საფუძველშიც პარტნიორისადმი ინტუიციური თანაგრძნობა და თითოეულ მომღე-რალთან ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდგომის აუცილებლობა დგას. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მის თანამშრომლობას მსოფლიო დონის ვოკალისტებთან, მათ შორის ელენა ობრაზცოვასა და ირინა არხიპოვასთან, რომელთა შესახებ მოთხრობილი ეპიზოდები ვაჟა ჩაჩავას წარმოაჩენს როგორც უნიკალურ პარტნიორს, შემოქმედებით თანამოსაუბრეს და მუსიკალური სტიქიის თანაზიარს.
ვაჟა ჩაჩავა თვლიდა, რომ კონცერტმაისტერების მთავარი ამოცანა ჰარმონიის მოსმენა იყო, ეს წიგნი კი სწორედ იმ ჰარმონიაზეა დაფუძნებული, რომლის აღმოჩენასა და შეცნობას მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

მახასიათებლები

კატეგორია

ჩანაწერები / წერილები,პუბლიცისტიკა / სტატიები,მუსიკა,ხელოვანთა ბიოგრაფიები,მემუარები / მოგონებები,მონოგრაფია

გამომცემლობა

ინტელექტი

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941319549

გვერდები

474

გარეკანი

რბილი

გამოცემის წელი

2026

ფორმატი

14.5X20.5

მსგავსი წიგნები