ხეთური დაკრძალვის რიტუალი #1
თქვენს წინაშეა ,,ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოების“ (SABC) ახალი სერია - CUNEUM.
ლათინურად ეს ცნება ,,სოლს“ ნიშნავს და შესაბამისად, სერიაც ლურსმნული დამწერლობით შესრულებულ ტექსტებს ეხება, კერძოდ კი, იგი მოიცავს ძველაღმოსავლური ენებიდან შესრულებულ ქართულ თარგმანებსა და კომენტარებს.
ჩვენი მიზანია, შეიქმნას ლურსმნული წყაროების კორპუსი, რაც დაეხმარება ქართველ მეცნიერებს თავიანთი კვლევების ახლებურად გააზრებაში. ვინაიდან სწორედ ლურსმნულ წერილობით წყაროებში ვხვდებით ყველა იმ საწყისს, რაზეც შემდეგ აგებულია მთელი მსოფლიო ლიტერატურა, ისტორია და მრ. სხვ.
ანოტაცია

ბოღაზქოის ლურსმნული ტექსტების არქივში არსებულ მრავალრიცხოვან ტექსტებს შორის არის დაკრძალვის რიტუალის ამსახველი ტექსტებიც. დაკრძალვის რიტუალის ყველა ტექსტი, ტრანლიტერაციებითა და გერმანული თარგმანით 1958 წელს გამოსცა ჰ. ოტენმა. იგი დაკრძალვის რიტუალის ტექსტების შინაარსს არაერთ ნაშრომში ეხება. ამ ტექსტებით შემდგომ სხვა მეცნიერებიც დაინტერესდნენ.
ხეთური დაკრძალვის რიტუალები ძალზედ საყურადღებოა, რადგან მასში დაცულია მრავალი მნიშვნელოვანი მომენტი, რომლებსაც შეიძლება სათანადო პარალელები მოეძებნოს ძველი სამყაროს სხვადასხვა რეგიონთან, მათ შორის, ძველ ქართველურ ტომთა განსახლების ტერიტორიაზეც. დაკრძალვის რიტუალის ის ტექსტები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, ძირითადად ეხება მაღალი ფენის წარმომადგენელთა დაკრძალვის წესს, მაგ: მეფისა და დედოფლის, მეფისწულთა და ასევე სხვადასხვა პირთა. რიტუალის ტექსტების შინაარსის დაწვრილებით გადმოცემა ძნელია, რადგან ზოგიერთი ფირფიტა დაზიანების გამო კარგად არ იკითხება, ზოგიერთი ადგილი კი საერთოდ გაუგებარია. ესაა ძირითადად შელოცვის ფორმულები, რიტუალის ჩატარების დროს წარმოთქმული მაგიური სიტყვები, რომლებსაც ხეთებისთვის ღვთაებრივი, მაგიური ძალა ჰქონდათ და ისინი ჩვეულებრივი მოკვდავთათვის გასაგები არ უნდა ყოფილიყო. ასევე თავს იჩენს ფილოლოგიური ხასიათის სიძნელეებიც: გვხვდება ისეთი ხეთური სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ დაუდგენელია, არის გამოთქმები, რომელთა ზუსტი თარგმანი გაძნელებულია და სხვ. მიუხედავად ამისა, მაინც ხერხდება რიტუალის საერთო შინაარსის აღდგენა,
მახასიათებლები
კატეგორია
კულტურა და საზოგადოება,კულტურისა და ცივილიზაციის ისტორია,სამეცნიერო-პოპულარული,წყაროთმცოდნეობა
გამომცემლობა
აკადემიური წიგნი
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941976179
გვერდები
137
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2025
ფორმატი
17.5X24.5
სერია
CUNEUM - ლურსმნული ტექსტების კორპუსი