საღვთისმეტყველო მოზაიკა (საღვთისმეტყველო ნაშრომების და წერილების ანთოლოგია)
საღვთისმეტყველო მოზაიკა (საღვთისმეტყველო ნაშრომების და წერილების ანთოლოგია)

საღვთისმეტყველო მოზაიკა (საღვთისმეტყველო ნაშრომების და წერილების ანთოლოგია)

,,ჩვენს წინაშეა საღვთისმეტყველო ნაშრომების და წერილების, რწმენისა და ცოდნის, ზოგადად რელიგიის ფენომენის გააზრებისადმი მიძღვნილი სტატიების კრებული. მათი უმეტესობა სხვადასხვა დროს დაიბეჭდა რელიგიურ პერიოდიკაში. ცნობილია, რომ გასულ საუკუნეში, ათეისტური რეჟიმის დროს, ჩვენში მხოლოდ ანტირელიგიური პროპაგანდის შემცველი წიგნები იბეჭდებოდა. ვითარება სასიკეთოდ შეიცვალა მისი უწმინდესობის, საქართველოს კათალიკო-პატრიარქის, ილია II აღსაყდრების შემდგომ.“

ანოტაცია

,,ჩვენს წინაშეა საღვთისმეტყველო ნაშრომების და წერილების, რწმენისა და ცოდნის, ზოგადად რელიგიის ფენომენის გააზრებისადმი მიძღვნილი სტატიების კრებული. მათი უმეტესობა სხვადასხვა დროს დაიბეჭდა რელიგიურ პერიოდიკაში. ცნობილია, რომ გასულ საუკუნეში, ათეისტური რეჟიმის დროს, ჩვენში მხოლოდ ანტირელიგიური პროპაგანდის შემცველი წიგნები იბეჭდებოდა. ვითარება სასიკეთოდ შეიცვალა მისი უწმინდესობის, საქართველოს კათალიკო-პატრიარქის, ილია II აღსაყდრების შემდგომ.

წიგნში მასალა განაწილებულია დარგობრივად (ზოგადი რელიგიათმცოდნეობითი და რწმენასთან დაკავშირებული წერილები, ბიბლიოლოგია, ეკლესიის ზოგადი ისტორია და ა. შ). ამგვარი დაყოფა საეკლესიო ლიტერატურისა ჯერ კიდევ კ. კეკელიძემ შემოგვთავაზა სახელგანთქმულ მონოგრაფიაში ძველი ქართული ლიტერატურის შესახებ (ტომი 1). სტატიების ავტორები არიან ცნობილი თეოლოგები, ფილოსოფოსები, ფილოლოგები, აღმოსავლეთმცოდნეები, ხელოვნებათმცოდნეები, სასულიერო პირები. ბევრი მათგანი უკვე დაბეჭდილია სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში. გარდა ,,ჯვარი ვაზისასი“ და ,,საღვთისმეტყველო კრებულისა“, თეოლოგიური წერილები იბეჭდება ჟურნალ ,,ემაოსიდან“ (რედაქტორის, დავით თინიკაშვილის ნებართვით). მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ლოცვა-კურთხევით რამდენიმე წერილს ვაქვეყნებთ მის მიერ რედაქტირებული ჟურნალიდან ,,რწმენა და ცოდნა“, ორი წერილი ქვეყნდება ჟურნალ ,,არტანუჯის“ რედაქტორის, ბუბა კუდავას ნებართვით და ა.შ.

ვფოქრობთ, ამ მასალის ერთად თავმოყრა ნათელი დასტურია იმისა, თუ რაოდენ მდიდარი მასალა გაგვაჩნია ქართულ ენაზე. მსგავსი კრებულები, რომელთაც საგანმანათლებლო დანიშნულებასთან ერთად სახელმძღვანელოს ფუნქციაც ჰქონდათ, არსებობდა ბიზანტიაში და საქართველოში. სანიმუშოდ შეგვიძლია გავიხსენოთ ენციკლოპედიური ,,შატბერდის კრებული“ და სხვადასხვა მრავალთავი“ - დეკანოზი თეიმურაზ თათარიშვილი.

წინამდებარე წიგნი განკუთვნილია საღვთისმეტყველო საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი მკითხველისთვის. მას თან ახლავს ცნობები ავტორთა შესახებ და კომენტარები.

წიგნი ეძღვნება ნიკეის1 მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლის იუბილეს და საქართგველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავს.

შემდგენელი: დეკანოზი თეიმურაზ თათარიშვილი

მახასიათებლები

კატეგორია

რელიგიური ფილოსოფია,კულტურისა და ცივილიზაციის ისტორია,სულიერი მოძღვრებები,სულიერი სწავლებები / წმინდა ტექსტი

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941873454

გვერდები

535

გარეკანი

მაგარი

გამოცემის წელი

2025

ფორმატი

17.7X25

მსგავსი წიგნები