,,ჭირი“ ხეთურ ტექსტებში #2
,,ჭირი“ ხეთურ ტექსტებში #2

,,ჭირი“ ხეთურ ტექსტებში #2

თქვენს წინაშეა ,,ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოების“ (SABC) ახალი სერია  - CUNEUM.
ლათინურად ეს ცნება ,,სოლს“ ნიშნავს და შესაბამისად, სერიაც ლურსმნული დამწერლობით შესრულებულ ტექსტებს ეხება, კერძოდ კი, იგი მოიცავს ძველაღმოსავლური ენებიდან შესრულებულ ქართულ თარგმანებსა და კომენტარებს.
ჩვენი მიზანია, შეიქმნას ლურსმნული წყაროების კორპუსი, რაც დაეხმარება ქართველ მეცნიერებს თავიანთი კვლევების ახლებურად გააზრებაში. ვინაიდან სწორედ ლურსმნულ წერილობით წყაროებში ვხვდებით ყველა იმ საწყისს, რაზეც შემდეგ აგებულია მთელი მსოფლიო ლიტერატურა, ისტორია და მრ. სხვ.

კაცობრიობის ისტორიაში სხვადასხვა დროს განსაკუთრებით მძიმე კვალი დატოვა ჭირის ეპიდემიამ. ჭირი ნახსენებია ბიბლიაში არაერთხელ. სამეცნიერო ლიტერატურაში უმეტესად საუბარს იწყებენ ქ. წ. 430 წელს ათენში, ან რომში (165-180 წ.წ). გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიით, ან შავი ჭირის ყველაზე დიდი პანდემიით, რომელიც აღინიშნა ბიზანტიაში VI საუკუნის 40-50 -იან წლებში, იმპერატორ იუსტინიანე  I - ის დროს

ანოტაცია

თქვენს წინაშეა ,,ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოების“ (SABC) ახალი სერია  - CUNEUM.
ლათინურად ეს ცნება ,,სოლს“ ნიშნავს და შესაბამისად, სერიაც ლურსმნული დამწერლობით შესრულებულ ტექსტებს ეხება, კერძოდ კი, იგი მოიცავს ძველაღმოსავლური ენებიდან შესრულებულ ქართულ თარგმანებსა და კომენტარებს.
ჩვენი მიზანია, შეიქმნას ლურსმნული წყაროების კორპუსი, რაც დაეხმარება ქართველ მეცნიერებს თავიანთი კვლევების ახლებურად გააზრებაში. ვინაიდან სწორედ ლურსმნულ წერილობით წყაროებში ვხვდებით ყველა იმ საწყისს, რაზეც შემდეგ აგებულია მთელი მსოფლიო ლიტერატურა, ისტორია და მრ. სხვ.

კაცობრიობის ისტორიაში სხვადასხვა დროს განსაკუთრებით მძიმე კვალი დატოვა ჭირის ეპიდემიამ. ჭირი ნახსენებია ბიბლიაში არაერთხელ. სამეცნიერო ლიტერატურაში უმეტესად საუბარს იწყებენ ქ. წ. 430 წელს ათენში, ან რომში (165-180 წ.წ). გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიით, ან შავი ჭირის ყველაზე დიდი პანდემიით, რომელიც აღინიშნა ბიზანტიაში VI საუკუნის 40-50 -იან წლებში, იმპერატორ იუსტინიანე  I - ის დროს. მაგრამ ცოტამ თუ იცის ე. წ. ,,ხეთურ ჭირზე“. ჭირის ეპიდემიაზე ჯერჯერობით ყველაზე ძველი ცნობები ისტორიული წყაროებით ქ. წ. მე-14 საუკუნით თარიღდება, მის შესახებ ინფორმაციას ვხვდებით ძველ ეგვიპტურ და ხეთურ წყაროებში. ჭირის ეს ეპიდემია, დიდი ხნის მანძილზე ახდენდა გავლენას ანატოლიაზე, რაც აისახა კიდეც ხეთურ-ლურსმნულ ტექსტებში. ხეთური ტექსტები და რიტუალები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, საინტერესეო ინფორმაციას შეიცავს იმ პერიოდში შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით, როგორ იხოცებოდა ხალხი და როგორ ცდილობნდენ ხეთები მიზეზების ძიებას, დადგენას, ღვთაებების კვლავ გულის მოგებას და მსხვერპლშეწირვით, მონანიებით, განწმენდით ძველი წესრიგის აღდგენას. წიგნში შესულია ხეთური ლურსმნული ტექსტები და რიტუალები, რომლებიც ჭირს ეხება. ისინი ქართულ ენაზე პირველად იბეჭდება და მკითხველს საშუალებას აძლებს უშუალოდ გაეცნოს ამ უმნიშვნელოვანეს წყაროებს.

მახასიათებლები

კატეგორია

კულტურა და საზოგადოება,კულტურისა და ცივილიზაციის ისტორია,წყაროთმცოდნეობა,მედიცინის ისტორია

გამომცემლობა

აკადემიური წიგნი

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941990571

გვერდები

74

გარეკანი

რბილი

გამოცემის წელი

2025

ფორმატი

17.5X24.5

სერია

CUNEUM - ლურსმნული ტექსტების კორპუსი

მსგავსი წიგნები