წესები და პირობები
📜 წესები და პირობები:
გთხოვთ, სანამ საიტზე laterna.ge-ზე განახორციელებთ შესყიდვას, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს. ვებ-გვერდის გამოყენება ნიშნავს თქვენს თანხმობას აღნიშნულ პირობებზე.
________________________________________
1. ზოგადი ინფორმაცია
ვებგვერდი laterna.ge ეკუთვნის შპს „ლატერნას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 401949077).
საიტის გამოყენება რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით და მოცემული დოკუმენტით განსაზღვრული წესებით.
კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს პირობები წინასწარი გაფრთხილების გარეშე. განახლებული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ამავე გვერდზე.
________________________________________
2. პროდუქცია და ფასები
ვებ-გვერდზე წარმოდგენილია წიგნები და აქსესუარები.
ყველა პროდუქტის ფასი მითითებულია ქართულ ვალუტაში - ლარი (GEL) და მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ-ს), თუ სხვა მითითება არ არის მოცემული.
შპს „ლატერნა“ იტოვებს უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვალოს პროდუქციის ფასი, აღწერა ან ხელმისაწვდომობა.
________________________________________
3. რეგისტრაცია და შეკვეთის გაფორმება
შეკვეთის განსახორციელებლად მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს საიტზე და შექმნას პირადი ანგარიში.
ანგარიშის შექმნისას მომხმარებელი ავსებს პირად ინფორმაციას, მათ შორის საკონტაქტო ნომერს, ელფოსტას და მისამართს.
მომხმარებელს შეუძლია:
• წინასწარ დაამატოს მიწოდების მისამართები და პირადი მონაცემები პროფილში;
• შეკვეთის დროს აირჩიოს უკვე დამატებული მისამართი ან მიუთითოს ახალი.
კომპანია იტოვებს უფლებას უარი თქვას შეკვეთის შესრულებაზე, თუ მოწოდებული ინფორმაცია მცდარია ან პროდუქტი ამოიწურა მარაგში.
4. გადახდის პირობები
გადახდა ხორციელდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, საიტზე ინტეგრირებული გადახდის სისტემის საშუალებით (Visa, MasterCard და სხვა მხარდაჭერილი ბარათები).
გადახდის დადასტურების შემდეგ შეკვეთა ავტომატურად გადადის დამუშავების ეტაპზე.
ნაღდი ანგარიშსწორება მიწოდებისას არ არის ხელმისაწვდომი.
________________________________________
5. მიწოდებისა და გატანის პირობები
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ორი გზა:
მიწოდება:
• თბილისში: 50 ლარზე ნაკლები ღირებულების შეკვეთის შემთხვევაში ადგილზე მიტანის ტარიფი შეადგენს 5 ლარს. 50 ლარზე ზემოთ — მიწოდება უფასოა.
• თბილისის შემოგარენში: (წყნეთი, ფონიჭალა, ლილო, ოქროყანა, ზაჰესი, მუხიანის აგარაკები, ავთო ვარაზის ქუჩა, ორხევი, თბილისის აეროპორტი და სხვ.): მიწოდების ღირებულება შეადგენს 7 ლარს.
• რეგიონებში: საკურიერო მომსახურება ღირს 8–10 ლარი.
• საიტზე იხდით ბარათით, სხვა შემთხვევაში გადახდა ხდება წინასწარ, გადმორიცხვით.
• მიწოდების ვადები: 13:00 საათამდე განხორციელებული შეკვეთები მოგეწოდებათ თბილისში მომდევნო 2–3 სამუშაო დღის, ხოლო თბილისის შემოგარენში და რეგიონებში მომდევნო 3–5 სამუშაო დღის განმავლობაში, შეკვეთის განხორიციელების შემდეგ.
მაღაზიიდან გატანა:
o მომხმარებელს შეუძლია შეკვეთილი ნივთების აღება ჩვენს მაღაზიაში, წიგნის შეძენის შემდეგ არა უგვიანეს 3 საუშაო დღის განმავლობაში.
________________________________________
6. შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება
თუ გსურთ შეკვეთის გაუქმება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ რაც შეიძლება მალე ელ-ფოსტით ([email protected]) ან ნომერზე (555 180 204; 577 14 63 63)
პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებული ნივთი:
• დაზიანებულია ტრანსპორტირებისას, ან
• არ ემთხვევა შეკვეთილ მოდელს/ტიპს.
დაზიანების შემთხვევაში მყიდველმა უნდა მოგვაწოდოს შესაბამისი ფოტო ან მტკიცებულება 3 სამუშაო დღის განმავლობაში პროდუქტის მიღებიდან.
დადასტურების შემდეგ კომპანია უზრუნველყოფს პროდუქტის შეცვლას ან თანხის დაბრუნებას.
თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმავე საბანკო ბარათზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა.
დაბრუნების ვადა, როგორც წესი, შეადგენს 5–10 სამუშაო დღეს, თუმცა ზუსტად დამოკიდებულია შესაბამისი ბანკის პროცესინგის პირობებზე.
თუ შეკვეთა გაუქმდა შპს „ლატერნას“ მხრიდან (მაგ. მარაგის ამოწურვის ან ტექნიკური ხარვეზის გამო), თანხა სრულად დაგიბრუნდებათ იმავე წესით.
________________________________________
7. მომხმარებლის ანგარიშის უსაფრთხოება
მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის მონაცემების უსაფრთხოებაზე.
შპს „ლატერნა“ არ აგებს პასუხს მესამე პირების მიერ მომხმარებლის მონაცემების გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე.
მსგავსი შემთხვევის დადგომისთანავე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ზემოთ მითითებულ ნომრებზე ამ ელ-ფისტაზე
________________________________________
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს ინფორმაციის სიზუსტესა და საიტის უწყვეტ მუშაობაზე, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას:
• ტექნიკური შეფერხებების ან მესამე მხარის სერვისის გამო;
• მომხმარებლის მიერ მითითებული მცდარი ინფორმაციის შედეგად გამოწვეულ ზიანზე;
• იმ შემთხვევებში, როცა შეფერხება გამოწვეულია ბუნებრივი ან ფორს-მაჟორული გარემოებებით.
________________________________________
8. კონტაქტი
ნებისმიერი შეკითხვისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
• ელ-ფოსტა: [email protected]
• ტელეფონი: (+995) 555 180 204; 577 14 63 63
• მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის 7, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა“
________________________________________
შპს ლატერნა
ს/კ 401949077