ხშირად დასმული კითხვები

ვერ ვიპოვე სასურველი წიგნი / ინფორმაცია — რა გავაკეთო?

თუ ვერ პოულობთ სასურველ წიგნს ან ინფორმაციას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ „კონტაქტის“ გვერდზე მითითებული საკონტაქტო საშუალებებით. სიამოვნებით დაგეხმარებით და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეგატყობინებთ ხელმისაწვდომობის შესახებ.

ფესტივალზე იქნებით?

ფესტივალებზე, როგორც წესი, არ ვმონაწილეობთ. ფესტივალის დღეებში ფასდაკლებები მოქმედებს ჩვენს მაღაზიაში და ვებ-გვერდზე.

რა გავაკეთო, თუ ტექნიკური ხარვეზი შემექმნა?

ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ „კონტაქტის“ გვერდზე მითითებული საკონტაქტო საშუალებებით და აღწეროთ პრობლემა. ჩვენი გუნდი უმოკლეს ვადაში დაგეხმარებათ.

როგორ დავრეგისტრირდე / როგორ გავიარო ავტორიზაცია?

რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“, შეავსეთ მოთხოვნილი ველები და დაადასტურეთ ანგარიში.

შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ელფოსტით ან ავტორიზაცია გაიაროთ Google-ის ანგარიშით.

სად ვნახო ჩემი შეკვეთილი წიგნები?

თქვენი შეკვეთილი წიგნების ნახვა შეგიძლიათ თქვენს პირად ანგარიშში. ამისთვის შედით საიტზე თქვენი მონაცემებით, გადადით „შეკვეთები“-ს განყოფილებაში, სადაც მოცემულია თქვენი შეკვეთების ისტორია, მიმდინარე სტატუსი და დეტალური ინფორმაცია.

როგორ დაგიკავშირდეთ?

დაგვიკავშირდით საკონტაქტო ინფორმაციაზე, რომელიც მითითებულია საიტის „კონტაქტის“ გვერდზე.

როგორ ხდება თანხის დაბრუნება?

თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმავე საბანკო ბარათზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა.
დაბრუნების პროცესი, როგორც წესი, გრძელდება 5–10 სამუშაო დღე, ბანკის წესების შესაბამისად.
სხვა დამატებით ინფომრაციისთვის ესტუმრეთ გვერდს „წესები და პირობები

რა ვადაში უნდა შეგატყობინოთ დაზიანების შესახებ?

დაზიანების შესახებ უნდა შეგვატყობინოთ პროდუქტის მიღებისთანავე, არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, შესაბამისი ფოტოს ან მტკიცებულების მიწოდებით.

რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?

პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირებისას
  • ან მიღებული პროდუქცია არ ემთხვევა შეკვეთილს
შემიძლია თუ არა შეკვეთის გაუქმება?

დიახ, შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მანამ, სანამ ის გადაეცემა საკურიერო ორგანიზაციას. ამისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ რაც შეიძლება მალე.

მიწოდება ფასიანია თუ უფასო?

მიწოდების პირობები რეგულირდება შეკვეთის ღირებულების მიხედვით და მითითებულია შეკვეთის გაფორმებისას. მოქმედი პირობები შეგიძლიათ იხილოთ „მიწოდების პირობების“ გვერდზე.

როგორ ხდება შეკვეთის მიღება?

შეკვეთის მიღება შესაძლებელია:

  • კურიერის მეშვეობით, მითითებულ მისამართზე

  • ან მაღაზიიდან გატანით

არჩევანი კეთდება შეკვეთის გაფორმებისას.

როგორ შემიძლია გადახდა?

გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa, MasterCard ბარათით, ასევე Apple-ისა და Google Wallet-ის მეშვეობით.
მიწოდებისას ნაღდი ანგარიშსწორება არ ხორციელდება.

შეკვეთის გასაფორმებლად აუცილებელია თუ არა რეგისტრაცია?

დიახ. შეკვეთის გასაფორმებლად მომხმარებელი უნდა იყოს დარეგისტრირებული. ეს აუცილებელია მიწოდებისა და გადახდის უსაფრთხოებისთვის.

როგორ შევუკვეთო პროდუქცია?

შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა საიტზე დარეგისტრირება. რეგისტრაციის შემდეგ შეგიძლიათ წინასწარ დაამატოთ მისამართები და პირადი ინფორმაცია, რაც შეკვეთის პროცესს დააჩქარებს. შეკვეთისას შეგიძლიათ აირჩიოთ უკვე დამატებული მისამართი ან დაამატოთ ახალი.