თუალთაჲ
ეპიფანე კვიპრელის ,,თუალთაჲ” დაიწერა IV საუკუნის მიწურულს და წარმოადგენს ძველ ქართულ ენაზე მინერალოგიის უნიკალურ ტექსტს, რომლის მიმართ ინტერესი არ განელებულა არა მხოლოდ თეოლოგიურ, არამედ ეზოთერულ წრეებშიც.
ამის მიზეზი უპირველესად ის გახლავთ, რომ ხსენებული ძეგლი არ არის მხოლოდ ეგზეგეტიკა და ბიბლიურ პატიოსან თვალთა ალეგორიული გააზრება. ის უხვ ინფორმაციას შეიცავს ძვირფას ქვათა თვისებებზე, მოპოვებაზე, გამოყენებაზე. ამ მხრივ იგი უნიკალური მინეროლოგიური თხზულებაა, რომელიც ერთდროულად ავლენს გვიანელინისტურ, შუა საუკუნეობრივ და რენესანსულ სულისკვეთებას. სწორედ ამ ეპოქებში იყო დიდი ინტერესი მინერალოგიისადმი, ისევე როგორც ჰერმეტიზმის, ალქიმიის და ასტროსოფიის მიმართ. არაერთი თეოლოგი და ფილოსოფოსი ხსენებულ დარგთა ერთ სიბრტყეში მოთავსებას ახდენდა.
ანოტაცია

,,თუალთაჲ” ჩვენმა წინაპრებმა მოათავსეს ენციკლოპედიური ტიპის სახელმძღვანელოში, რომელსაც ,,შატბერდის კრებულის“ სახელით ვიცნობთ.
მახასიათებლები
კატეგორია
რელიგიური ფილოსოფია,ეზოთერიკა,ჰერმეტიზმი,სამეცნიერო ნაშრომი
გამომცემლობა
ავგაროზი
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941886348
გვერდები
155
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2026
ფორმატი
12X19