ბოლშევიკის თავგადასავალი  წიგნი #2 - გიორგი მირიანაშვილი

სერიის მეორე წიგნია გიორგი მირიანაშვილის (1897-1994) „რჩეულ მოგონებათა კრებული“, რომელსაც „ბოლშევიკის თავგადასავალი“ ვუწოდეთ (ეს წიგნი ასევე შედის სოვლაბის სერიაში „აკრძალული მეხსიერება, წიგნი 4). ავტორი აღწერს XX საუკუნის დასაწყისის ქიზიყის ყოფა-ცხოვრებას, მათ შორის ურთიერთობას ხარებასა და გოგიას ცნობილ ჯგუფთან, მოგვითხრობს როგორ ჩამოყალიბდა ბოლშევიკების მიმდევრად, რის გამოც მონაწილეობდა 1919 წლის აჯანყების მზადებაში და ციხეშიც აღმოჩნდა, წერს 1924 წლის აჯანყებისშემდგომ სისხლისღვრაზე კახეთში, საბჭოთა დაწესებულებებში მუშაობაზე, 30-იანი წლების რეპრესიებზე, მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ყოფასა და ომისშემდგომ დაპატიმრებაზე და ამ ყველაფერს შესაშური ლიტერატურული ალღოთი ახერხებს.

ანოტაცია

სერია „მოწმე და მონაწილე“ წარმოგიდგენთ იმ ადამიანების მოგონებებსა თუ დღიურებს, რომელნიც ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ საბჭოთა საქართველოში, ეუფლებოდნენ პროფესიებს, ზრდიდნენ შვილებს, მონაწილეობდნენ იმაში, რასაც საბჭოთა კავშირის ენაზე „სოციალისტური აღმშენებლობა“ ერქვა და ამავდროულად იყვნენ უშუალო მოწმეები, თუ რა ფასს იხდიდა საზოგადოება ამ „აღმშენებლობაში“. 

სერიის მეორე წიგნია გიორგი მირიანაშვილის (1897-1994) „რჩეულ მოგონებათა კრებული“, რომელსაც „ბოლშევიკის თავგადასავალი“ ვუწოდეთ (ეს წიგნი ასევე შედის სოვლაბის სერიაში „აკრძალული მეხსიერება, წიგნი 4). ავტორი აღწერს XX საუკუნის დასაწყისის ქიზიყის ყოფა-ცხოვრებას, მათ შორის ურთიერთობას ხარებასა და გოგიას ცნობილ ჯგუფთან, მოგვითხრობს როგორ ჩამოყალიბდა ბოლშევიკების მიმდევრად, რის გამოც მონაწილეობდა 1919 წლის აჯანყების მზადებაში და ციხეშიც აღმოჩნდა, წერს 1924 წლის აჯანყებისშემდგომ სისხლისღვრაზე კახეთში, საბჭოთა დაწესებულებებში მუშაობაზე, 30-იანი წლების რეპრესიებზე, მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ყოფასა და ომისშემდგომ დაპატიმრებაზე და ამ ყველაფერს შესაშური ლიტერატურული ალღოთი ახერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მირიანაშვილი ურყევი ბოლშევიკია, მკითხველს არ გამოეპარება მისი სურვილი, რაც შეიძლება რეალისტური სურათი დახატოს. ამის გამოცაა, ალბათ, რომ მრავალი მცდელობის მიუხედავად, საბჭოთა საქართველოში ამ მოგონებების დაბეჭდვა ვერ მოხერხდა, მეტიც, ავტორს „საბჭოთა სინამდვილის დამახინჯებაში“ სდებდნენ ბრალს.

მახასიათებლები

კატეგორია

საქართველოს ისტორია,პოლიტოლოგია / პოლიტიკა,მემუარები / მოგონებები,ისტორიული ნარკვევი

გამომცემლობა

Ziari Press და SOVLAB

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941997129

გვერდები

552

გარეკანი

რბილი

გამოცემის წელი

2026

ფორმატი

19X25

სერია

მოწმე და მონაწილე

მსგავსი წიგნები