ჯორჯ ვაშინგტონი
ამერიკელებისთვის ჯორჯ ვაშინგტონის მნიშვნელობა იგივეა, რაც ქართველებისთვის _ დავით აღმაშენებლისა და ილია ჭავჭავაძის. თქვენს ხელთაა ჯორჯ ვაშინგტონის პირველი სრული და ვრცელი ბიოგრაფია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა.
ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პრეზიდენტმა უმაღლესი სტანდარტი დაამკვიდრა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის პირველი პირი და როგორ უნდა ემსახუროს საკუთარ ერს. იგი ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამაა — იმ გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწეთა თაობის წარმომადგენელი, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს და შექმნეს ეს ქვეყანა.
ეს ბიოგრაფია არ არის წიგნი, რომლის მიზანიც ლეგენდარული ადამიანის განდიდება და კერპად წარმოჩენაა. იგი მკითხველს აცნობს ნამდვილ ჯორჯ ვაშინგტონს — ადამიანს თავისი ღირსებებითა და სუსტი მხარეებით. მანამდე ვაშინგტონი ასეთი სიღრმითა და ადამიანური მრავალფეროვნებით არც ერთ ბიოგრაფს არ ჰყავდა წარმოდგენილი, როგორც ეს ცნობილმა და არაერთი ჯილდოს მფლობელმა რონ ჩერნოუმ შეძლო.
ანოტაცია

სწორედ ამ წიგნისთვის მიენიჭა რონ ჩერნოუს პულიცერის პრემია და ამერიკის ისტორიის წიგნის პრემია.
ჭეშმარიტად დიდებული... საფუძვლიან კვლევაზე დაფუძნებული, ოსტატურად დაწერილი და მართლაც ყოველმხრივ ამომწურავი ბიოგრაფია.
— The Wall Street Journal
ბოლო დრომდე არ მჯეროდა, რომ ჯორჯ ვაშინგტონის შესახებ შეიძლება დაწერილიყო ბიოგრაფია, რომელიც ასე ძლიერ მიიზიდავდა მკითხველს... მაგრამ ვცდებოდი. ამ წიგნს რეკომენდაციას მთელი გულით ვუწევ — ის ერთნაირად შთამბეჭდავია როგორც ისტორიული ნაშრომი, როგორც ეპიკური თხრობა და, ამასთანავე, როგორც შესანიშნავი საკითხავი.
— The New Yorker
რონ ჩერნოუმ ერთნაირი ოსტატობით წარმოაჩინა ვაშინგტონის ხორციელი ბუნება, ადამიანური სისუსტეები, კბილების მუდმივი ტკივილით გამოწვეული ტანჯვა და, ამავდროულად, მისი უზარმაზარი ისტორიული მნიშვნელობა... ეს დიდებულად დაბალანსებული, სრულმასშტაბიანი ბიოგრაფიაა.
— The Economist
მახასიათებლები
კატეგორია
მსოფლიო ისტორია,ბიოგრაფია / ავტობიოგრაფია,პოლიტოლოგია / პოლიტიკა,დიპლომატიის ისტორია
გამომცემლობა
merebashvilitykesson publishing
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არ არის
აისბიენი/აიდი
9789941891076
გვერდები
684
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2026
ფორმატი
19.5X29.5