ნათელი გზა (ერთი საკონცენტრაციო ბანაკის ამბავი)
საპყრობილე, რეალურად საკონცენტრაციო ბანაკი, წამების შემზარავი მეთოდებით, თანამედროვე უკრაინაშია. მისი რკინის ღობის მიღმა არ მოქმედებს არანაირი კანონი. ცხოვრება აქ სულ სხვაგვარად მიდის: დაუსრულებელი შიში, გაურკვევლობა, სხეულზე ჭრილობები და დამწვრობის კვალი, დამტვრეული ძვლების ტკივილი და კიდევ უფრო მეტად გატეხილი სული და ცნობიერება, ტყვეთა ყოველდღიურობის თანმდევია.
ანოტაცია

უკრაინელმა ჟურნალისტმა სტანისლავ ასეევმა წიგნი საკონცენტრაციო ბანაკის ჯოჯოხეთში თავის გადასარჩენად დაწერა. გულახდილ, ემოციურ, სიღრმისეულ ნაამბობში უფრო მეტი შეკითხვაა, ვიდრე პასუხი, რადგან საპყრობილიდან გათავისუფლების შემდეგ ადამიანების ცხოვრება სამუდამოდ გაიყო ორად – ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ.
წიგნი გამოიცა მთარგმნელობითი პროგრამის – „თარგმნე უკრაინა“ – მხარდაჭერით.
უკრაინულიდან თარგმნა თამთა გუგუშვილმა
მახასიათებლები
კატეგორია
ომები და კონფლიქტები,დოკუმენტური პროზა,მემუარები / მოგონებები,უკრაინული ლიტერატურა
გამომცემლობა
არტანუჯი
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941527005
გვერდები
269
გარეკანი
მაგარი
გამოცემის წელი
2025
ფორმატი
13.5X20.5