განათლებული
განათლებული

განათლებული

ტარა და მისი და-ძმები აიდაჰოს მთებში გაიზარდნენ, ღრმად მორწმუნე მორმონების ოჯახში. გოგონა ცხრა წლის ისე გახდა, სახელმწიფოსთვის არ არსებობდა - დაბადების მოწმობა არ გააჩნდა, ექიმი თვალით არ უნახავს, სკოლაში ფეხი არ შეუდგამს, მეგობრები არ ჰყოლია…

ტარა ვესტოვერის მემუარების წაკითხვის შემდეგ, მართლაც მთელი სიცხადით გავიაზრებთ, რას ნიშნავს სინამდვილეში, იყო „განათლებული“. ეს წიგნი დაგვეხმარება, მუდამ ვეძიოთ საკუთარი ხმა, ვიცნობდეთ საკუთარ თავს და გავაღწიოთ სინათლეში.

ანოტაცია

ფანატიკოსმა მშობლებმა საგულდაგულოდ იზრუნეს, შვილები უფლისგან განდგომილი, ბილწი საზოგადოების დამღუპველი გავლენისგან დაეცვათ და მოემზადებინათ „ზიზღის დღეებისთვის“, „სამყაროს აღსასრულისთვის“, რომელსაც მხოლოდ ჭეშმარიტი მორმონები გაუძლებდნენ. 

ტარამ გააღწია მოჯადოებული წრიდან. ალალბედზე, უსინათლოსავით ხელის ცეცებით შეაბიჯა უცხო სამყაროში. ჯართის თრევასა და ოჯახურ ტირანიაში გაზრდილი, „არარსებული“ ბავშვი, რომელმაც ჰოლოკოსტის შესახებ პირველად ჩვიდმეტი წლისამ შეიტყო, დღეს კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორი და ჰარვარდის მკვლევარია.

თუმცა, დაუჯერებელი პიროვნული ტრანსფორმაცია, პირქუშ წარსულზე უარის თქმა, წყვდიადიდან გამოღწევა, განათლება და თავისუფლება ოჯახის მოღალატედ შერაცხილ, უახლოესი ადამიანების მიერ გარიყულ ტარა ვესტოვერს უდიდესი ადამიანური მსხვერპლის ფასად დაუჯდა. ამ ყველაფერზე ის თავად გვიამბობს – გულწრფელად და შეულამაზებლად, რათა გვაჩვენოს, რა ძალა აქვს ადამიანის სულს, რომელიც იბრძვის, იპოვოს საკუთარი ხმა იქ, სადაც მას მიზანმიმართულად ახშობენ; დაგვარწმუნოს, რომ ადამიანის ხელახალი დაბადება, ძირეული სახეცვლა შესაძლებელია. 

ტარა ვესტოვერის მემუარების წაკითხვის შემდეგ, მართლაც მთელი სიცხადით გავიაზრებთ, რას ნიშნავს სინამდვილეში, იყო „განათლებული“. ეს წიგნი დაგვეხმარება, მუდამ ვეძიოთ საკუთარი ხმა, ვიცნობდეთ საკუთარ თავს და გავაღწიოთ სინათლეში.

მახასიათებლები

კატეგორია

ბიოგრაფია / ავტობიოგრაფია,მემუარები / მოგონებები,წიგნის კლუბში განსახილველი - Book Club

გამომცემლობა

მოუბარი

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941997433

გვერდები

566

გარეკანი

რბილი

გამოცემის წელი

2026

ფორმატი

14.5X21

მსგავსი წიგნები