ხმა იდუმალი (ლიტერატურული წერილები)
ხმა იდუმალი (ლიტერატურული წერილები)

ხმა იდუმალი (ლიტერატურული წერილები)

,,ნუგზარ მუზაშვილის ცხოვრება გარკვეული სამოქალაქო საქციელი გახლდათ. იგი არ ცდილობდა საზოგადოებრივი მწვერვალების დაპყრობას. არასოდეს ყოფილა არც ერთი პარტიის, კავშირის, კლანის და არანაირი კოლექტივის წევრი, რაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა საკუთარი თავისა და სამყაროს შესაცნობად, მაგრამ ძალიან მავნებელი – მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სიცოცხლის ბოლო წლებში კი მთლიანად ჩამოშორდა საზოგადოების არაფრისმომცემ საუბრებს, ემოციურ მოწოდებებსა და ქანცის გამწყვეტ ურთიერთობებს, განმარტოვდა, რომ საკუთარ თავს დაბრუნებოდა, მოეპოვებინა უფრო მეტი სივრცე ხანგრძლივი ფიქრებისთვის და (დაუმთავრებელ) რომანზე მუშაობისთვის. ასეთი ცხოვრება გაქრობას არ ნიშნავს, იგი საკუთარ საქმიანობაში ჩაღრმავებაა, რადგან მარტოობა მაშინ კი არ დგება, როდესაც ირგვლივ არავინაა, არამედ მაშინ, როდესაც საზოგადოებისათვის უცხოა ის, რაც შენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.“

ანოტაცია

,,ნუგზარ მუზაშვილის ცხოვრება გარკვეული სამოქალაქო საქციელი გახლდათ. იგი არ ცდილობდა საზოგადოებრივი მწვერვალების დაპყრობას. არასოდეს ყოფილა არც ერთი პარტიის, კავშირის, კლანის და არანაირი კოლექტივის წევრი, რაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა საკუთარი თავისა და სამყაროს შესაცნობად, მაგრამ ძალიან მავნებელი – მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სიცოცხლის ბოლო წლებში კი მთლიანად ჩამოშორდა საზოგადოების არაფრისმომცემ საუბრებს, ემოციურ მოწოდებებსა და ქანცის გამწყვეტ ურთიერთობებს, განმარტოვდა, რომ საკუთარ თავს დაბრუნებოდა, მოეპოვებინა უფრო მეტი სივრცე ხანგრძლივი ფიქრებისთვის და (დაუმთავრებელ) რომანზე მუშაობისთვის. ასეთი ცხოვრება გაქრობას არ ნიშნავს, იგი საკუთარ საქმიანობაში ჩაღრმავებაა, რადგან მარტოობა მაშინ კი არ დგება, როდესაც ირგვლივ არავინაა, არამედ მაშინ, როდესაც საზოგადოებისათვის უცხოა ის, რაც შენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ნუგზარ მუზაშვილის შემოქმედება აერთიანებს ფილოსოფიას, ლიტერატურათმცოდნეობასა და კულტუროლოგიას, რითიც ქმნის უნიკალურ ინტერდისციპლინურ მიდგომას. მისი იდეების ცენტრშია დიალოგიზმის კონცეფცია: შემეცნება და ყოფიერება გააზრებულია როგორც „ჩვენი“-სა (საქართველოს ) და „მათის“ (დასავლეთის ) ურთიერთქმედება, სადაც დიალოგი გულისხმობს ჰუმანიტარული ცოდნის ფუნდამენტური პრინციპების გააზრებას.
წინამდებარე კრებული მხოლოდ პირველი მცდელობაა, რომ თავი მოვუყაროთ ნუგზარ მუზაშვილის პერიოდულ გამოცემებში გაფანტულ ვრცელ შემოქმედებას. წიგნში შესულია ისეთი წერილებიც, რომლებიც მისი მეგობრების პირად არქივებში ინახებოდა და დღემდე არასოდეს გამოქვეყნებულა.

მისი წერილები იმის იშვიათი დადასტურებაა, თუ როგორ შეიძლება ინტელექტუალური ტექსტები არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ ძალიან საინტერესო საკითხავიც იყოს"
- გიორგი კაკაბაძე.
 

მახასიათებლები

კატეგორია

ჩანაწერები / წერილები,ფილოსოფია,ლიტერატურათმცოდნეობა,კულტუროლოგია

გამომცემლობა

პეგასი

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941990038

გვერდები

544

გარეკანი

რბილი

გამოცემის წელი

2026

ფორმატი

14X21

მსგავსი წიგნები