ენოლა ჰოლმსი - უცნაური თაიგულების საქმე #3
ენოლა ჰოლმსი - უცნაური თაიგულების საქმე #3

ენოლა ჰოლმსი - უცნაური თაიგულების საქმე #3

ავტორი: ნენსი სპრინგერი

მთარგმნელი: ია სისაური

ენოლა ჰოლმსი, გამორჩეულად ჭკვიანი, დამოუკიდებელი და უშიშარი დეტექტივი, კვლავ ახალ თავგადასავალში ეხვევა. ამჯერად საფრთხე შერლოკ ჰოლმსის ერთგულ მეგობარსა და თანაშემწეს, ექიმ ჯონ უოტსონს, ემუქრება. ექიმი უკვალოდ გაუჩინარდა. ეს ამბავი გაზეთების პირველ გვერდებზე ხვდება. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ გამტაცებლისგან (თუ ის მართლაც გაიტაცეს) არაფერი ისმის: არც გამოსასყიდს ითხოვს და არც რამე პირობას აყენებს.

ანოტაცია

სანამ პოლიცია საგონებელშია ჩავარდნილი, ენოლა გადაწყვეტს, თავად იმოქმედოს. ის ექიმ უოტსონის მეუღლესთან მიდის სტუმრად და სწორედ იქ აღმოაჩენს საშიშ მინიშნებას: უცნაურ თაიგულებს, რომლებსაც მისის უოტსონი ერთმანეთის მიყოლებით იღებს. ეს თაიგულები სრულიად შეუფერებელი მცენარეებისგან არის შედგენილი და ენოლა მალევე ხვდება - გამტაცებელი არ დუმს. ის შეტყობინებებს „ყვავილთა ენაზე“ აგზავნის... და ეს გზავნილები სიკვდილზე მიანიშნებს.

დრო არ ითმენს. შეძლებს ენოლა ჰოლმსი საიდუმლოს ამოხსნას და ექიმ უოტსონის პოვნას, სანამ ძალიან გვიან არ იქნება?

მახასიათებლები

კატეგორია

სათავგადასავლო,საბავშვო დეტექტივები,საყმაწვილო ლიტერატურა

გამომცემლობა

დიოგენე

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941119590

გვერდები

244

გარეკანი

რბილი

გამოცემის წელი

2026

ფორმატი

13.5X19.5

სერია

ენოლა ჰოლმსის უჩვეულო თავგადასავლები

მსგავსი წიგნები