უჩინარი სახლი
ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი სკოლის „ა“ კლასის ამბავი საიდუმლოებითაა მოცული. კლასს, რომელშიც ათი განსაკუთრებული ბავშვი სწავლობდა, თითქოს არც უარსებია, მის შესახებ სკოლაში ყველა დოკუმენტი გააქრეს. მთებზე აშენებული ხუთი სახლი, ლიმონის ბაღი, შუალედური სამყარო და წყალქვეშ მოწყობილი ლაბორატორია… რას მალავენ უფროსები? მოსწავლეების შემდეგი თაობა წლების წინ მომხდარი უცნაური ამბის გამოძიებას იწყებს.
ანოტაცია

მე სოხუმში დავიბადე. როდესაც ქალაქი ბოლოს ვნახე, ზაფხულის მზიანი და მშვიდი დღე იდგა, დიდები თავიანთ საქმეებზე მიდიოდნენ, ბავშვებს არდადეგები უხაროდათ. ომი მერე იყო, არ მოვსწრებივარ. მას შემდეგ ბევრი რამ დავწერე, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, ისეთი წიგნი დამეწერა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად იმ ერთი ნათელი დღის შესახებ იქნებოდა.
მგონი, გამომივიდა. (თეა თოფურია)
მახასიათებლები
კატეგორია
სათავგადასავლო,საყმაწვილო ლიტერატურა,ასაკი: 11+
გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941379185
გვერდები
159
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2026
ფორმატი
14.5X21.5
სერია
მოსწავლის ბიბლიოთეკა