რევოლუციების ეპოქა
რევოლუციების ეპოქა

რევოლუციების ეპოქა

ავტორი: ფარიდ ზაქარია

მთარგმნელი: ეკა კვესიტაძე

ფარიდ ზაქარიას “რევოლუციების ეპოქა“ საინტერესო მონაცემებითა და ფაქტებითაა სავსე. ნაშრომში ავტორი ოსტატურად იკვლევს ეპოქებსა და მოძრაობებს, რომლებმაც შეარყიეს დადგენილი ნორმები და თანამედროვე სამყარო ჩამოაყალიბეს. პირველი ნიდერლანდები იყო, სადაც მეჩვიდმეტე საუკუნეში საბანკო და საზღვაო საქმეებში გარდაქმნებმა ეს პატარა მიწა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გახადა და შექმნა ისეთი პოლიტიკა, როგორიც დღეს არის დამკვიდრებული.

ანოტაცია

უდიდესი ცვლილებები გამოიწვია ინდუსტრიულმა რევოლუციამ დიდ ბრიტანეთსა და შემდგომ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. საფრანგეთის სისხლიანი რევოლუცია კი გვიჩვენებს რადიკალური ცვლილებების საფრთხეს, რომლებიც ზემოდან ქვემოთ არის დაწესებული. ამის საბოლოო შედეგი, რაც მოჰყვა საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის რევოლუციებს, იყო სოციალური ქაოსი და ფართოდ გავრცელებული ძალადობა.

ისტორიული მოვლენების პარალელურად, ფარიდ ზაქარია იკვლევს დღევანდელ რევოლუციებს: გლობალიზაციას, ტექნოლოგიასა და იდენტობას. მიუხედავად მათი სარგებლიანობისა, გლობალიზაციამ და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ღრმა რყევები და შფოთვა გამოიწვია ხალხში. და სულ უფრო მეტად იქცევა იდენტობა იმ ბრძოლის ველად, სადაც ოცდამეერთე საუკუნის პოლარიზებული პოლიტიკა იბრძვის.

მახასიათებლები

კატეგორია

მსოფლიო ისტორია,პოლიტოლოგია / პოლიტიკა,ეკონომიკა,სამეცნიერო-პოპულარული

გამომცემლობა

ინტელექტი

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941318672

გვერდები

447

გარეკანი

მაგარი+სუპერი

გამოცემის წელი

2025

ფორმატი

16X24

სერია

თავისუფლებისთვის

მსგავსი წიგნები