თებერვლის ტანკები 1921
1921 წლის 24 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველად, ბრძოლის ველზე, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტანკები და ქვეითები. ბრძოლა თბილისთან ახლოს, მდინარე ლოჭინის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. თუ რა შედეგით დასრულდა წითელი არმიის ტანკებისა და ქართული გვარდიის ქვეითების შეტაკება, ამაზე აქამდე ორი ვერსია გვქონდა: რუსული და ქართული.
ანოტაცია

წიგნში დღემდე ცნობილი წყაროებისა თუ უცნობი საარქივო დოკუმენტების შეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის შედეგად, აღდგენილი და ნაჩვენებია შეტაკების რეალური სურათი და მიკვლეული ბრძოლის ველი. ამ მთავარი თემის გარდა, გამოცემაში საუბარია იმ ეპოქაში ტანკების გამოყენების სპეციფიკისა თუ ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის მეთოდების შესახებ, აგრეთვე ქართული არმიის შეიარაღებაში არსებულ ტანკებზე და იმაზეც, თუ როგორ აღმოჩნდა ერთ-ერთი მათგანი 1945 წლის მაისში ბერლინში.
მახასიათებლები
კატეგორია
საქართველოს ისტორია,ისტორიული ნარკვევი,სამეცნიერო-პოპულარული,სამხედრო საქმე / სამხედრო ისტორია,სამეცნიერო ნაშრომი
გამომცემლობა
არტანუჯი
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941513800
გვერდები
194
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2025
ფორმატი
14X20.5