ქართლ-კახური ზღაპრები - ქართული ხალხური პროზა #6
ქართლ-კახური ზღაპრები - ქართული ხალხური პროზა #6

ქართლ-კახური ზღაპრები - ქართული ხალხური პროზა #6

ხალხური ნიმუშების შეკრება, შესწავლა და გამოცემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ლიტერატურათმცოდნეობისა. საუკუნეთა მანძილზე ხალხურ შემოქმედებას უდიდესი შემეცნებითი, ისტორიული და მხატვრული ღირებულება აქვს, მშრომელი ხალხის სურვილებისა და მიზნების გამომხატველია, მათ მიერაა შექმნილი მრავალი, განუმეორებლად ძლიერი და მხატვრულად სრულყოფილი ძეგლი, რომლებიც შთაგონების ულეველ წყაროს წარმოადგენენ ყველა დარგის მუშაკისათვის.

ანოტაცია

ხალხური ტექსტის გამოსაცემად დამზადება მეტად რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც დიდ სიფრთრხილეს და დაკვირვებას საჭიროებს. მიზანს, რომელსაც ისახავს ესა თუ ის გამოცემა, შესაბამისად განსხვავებული ექნება ის სამუშაოც, რომელიც ხალხური ტექსტის დასაბეჭდად გამზადებისთვის უნდა იყოს წარმოებული. 

უდავოდ დიდია წინამორბედთა დამსახურება. პირველწყაროს მნიშვნელობის მქონე XIX საუკუნის მეორე ნახევარში გამოცემული ჟურნალ-გაზეთები. ჩვენთვის საინტერესო რეგიონისთვის - ქართლ-კახეთისთვის ამ საქმის გამგრძელებელია დიმიტრი გონაშვილი. ქიზიყში დაბადებული ამაგდარი პედაგოგი დიდი შრომითა და რუდუნებით ეძებდა, ჰკრებდა და შთამომავლობას უნახავდა ხალხში გაფანტულ დიდძალ ლექსებს, ზღაპრებს, ლეგენდებს, ანდაზებს და ა. შ., რომლებსაც აქვეყნებდა სხვადასხვა რესპუბლიკურ და რაიონულ გაზეთებში ,,ხალხური სიბრძნის“ ხუთტომეულში, ზღაპრების კრებულებში ,,მოხერხებული შეგირდი“, ,,განძთა ქვაბი“.

მახასიათებლები

კატეგორია

ლიტერატურათმცოდნეობა,ფოლკლორი,ქართველოლოგია,ანთოლოგია,ხალხური შემოქმედება

გამომცემლობა

აკადემიური წიგნი

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941993619

გვერდები

267

გარეკანი

რბილი

გამოცემის წელი

2025

ფორმატი

16.5X24

სერია

ქართული ხალხური პროზა

მსგავსი წიგნები