ამირანიანი #2
ამირანიანი #2

ამირანიანი #2

„ამირანიანი“ თავისი მითოსური ფესვებით მსოფლიო ცივილიზაციის სათავეებთან გვაკავშირებს და მუდმივად ეპოქათა განცდასა და მრწამსსაც გადმოგვცემს. ის, როგორც ქართული სულიერი კულტურის გამოხატულება, მუდამ იყო და არის ჩვენი მოფრთხილების, ზრუნვისა და შესწავლის საგანი. „ამირანიანის“ მნიშვნელობა სცილდება ლოკალურ ფარგლებს, მასში ასახული საკაცობრიო ინტერესთა პრობლემატიკა განაპირობებს ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებსა და მიდგომებს: ერთნი მას მითოსად მიიჩნევენ, სხვანი — ტრაგედიულ ეპოსად თუ საგმირო თქმულებად. მას მრავალი მეცნიერი იკვლევს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია პასუხგაუცემელი კითხვა.

იმედია, ამ კრებულში შესული ტექსტების ნაირგვარობა უკეთ წარმოაჩენს პერსონაჟთა, ცალკეულ მოტივთა და სახე-სიმბოლოთა დაფარულ არსსა და მნიშვნელობას; ასევე, ის სტიმული გახდება და ხელს შეუწყობს ამ უძველესი ძეგლის შემდგომ საფუძვლიან შესწავლას.

ანოტაცია

წინამდებარე კრებული მიხეილ ჩიქოვანის (1909-1983 წწ.) შედგენილია. მან „ქართული ხალხური პოეზიის“ თორმეტტომეულის გამოსაცემად მომზადების შემდეგ (გამოიცა 1972-1984 წწ.) მ. ჩიქოვანის მთავარი რედაქტორობით დაიწყო ინტენსიური მუშაობა „ქართული ხალხური პროზის“ მრავალტომეულის აკადემიური გამოცემის მოსამზადებლად. ამ დიდი საქმის განსახორციელებლად სერიოზული მუშაობა გააჩნდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებას. განყოფილების თანამშრომლებმა ინსტიტუტის ფოლკლორის არქივიდან გადმოვიწერეთ პროზაული ტექსტები, ხელშეკრულებით მოწვეულმა სპეციალისტებმა კი სათანადო მასალა მოიძიეს თბილისში არსებულ ყველა სერიოზულ ფოლკლორულ არქივში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხალხური შემოქმედების სახლი, ლიტერატურის მუზეუმი და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე). მ. ჩიქოვანმა ამ დიდძალ მასალის საფუძველზე შეადგინა: „ამირანიანის“, „ეთერიანის“, „რუსუდანიანისა“, „ტარიელიანის“ ტომები.
„ამირანიანის“ განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ბოლო წლებში განახლდა კრებულის გამოსაცემად მუშაობა – მას დიალექტოლოგიური თვალსაზრისით რედაქტირება გაუწია მოწვეულმა სპეციალისტმა – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ასმათ პაპიძემ. მანვე წიგნს დაურთო ლექსიკონი. კრებულის საბოლოო რედაქცია კი განხორციელდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ზურაბ კიკნაძისა და ჩემ მიერ. რაც მთავარია, ეს საქმიანობა წარმატებით დაგვირგვინდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, რომელმაც უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში გამოსცა ეს კრებული“ - რუსუდან ჩოლოყაშვილი.

რედაქტორები: ზურაბ კიკნაძე, რუსუდან ჩოლოყაშვილი

მახასიათებლები

კატეგორია

მითები და ლეგენდები,ანთოლოგია,ხალხური შემოქმედება

გამომცემლობა

აკადემიური წიგნი

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

12755

გვერდები

570

გარეკანი

რბილი

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

16.7X24

სერია

ქართული ხალხური პროზა

მსგავსი წიგნები