შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი კომპლექტი
უკვე დიდი ხანია, რაც შერლოკ ჰოლმსი მთელ მსოფლიოში მკითხველთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. არაერთხელ გამოიცა ართურ კონან დოილის რომანები და მოთხრობების კრებულები, რომლებშიც ლეგენდარული დეტექტივი რთული საქმეების გახსნას ჩვეული ოსტატობით ახერხებს. თუმცა ის, რაც ამ გამოცემას გამოარჩევს, მისი „კანონიკურობაა“ _ ართურ კონან დოილის ხუთტომეული აერთიანებს ყველა იმ ორიგინალ ტექსტს, რომლებიც მან შერლოკ ჰოლმსის შესახებ დაწერა.
ანოტაცია

"შერლოკ ჰოლმსის" კომპლექტში დაგხვდებათ ართურ კონან დოილის ხუთი წიგნი: 4 რომანი და ქრონოლოგიურად დალაგებული 56 მოთხრობა — განსაკუთრებული შენაძენი დეტექტიური ლიტერატურის მოყვარულებისთვის. პირველ ტომში წაიკითხავთ რომანს „ალისფერი კვალი“ და მოთხრობებს კრებულიდან „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“; მეორე ტომში _ „ოთხთა ნიშანსა“ და „შერლოკ ჰოლმსის მოგონებებს“, რომელშიც 11 მოთხრობა შედის; მესამე ტომში დაგხვდებათ 13 მოთხრობისგან შემდგარი „შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება“, ხოლო მეოთხე ტომი „ბასკერვილების ძაღლსა“ და მოთხრობების კრებულს, „უკანასკნელ თავის დაკვრას“, დაეთმობა; მეხუთე ტომში კი „შიშის ველთან“ ერთად გაეცნობით იმ მოთხრობების ახალ თარგმანებს, რომლებიც თავმოყრილი იყო ართურ კონან დოილის ბოლო კრებულში „შერლოკ ჰოლმსის საქმეთა არქივი“.
მახასიათებლები
კატეგორია
დეტექტივი,საბავშვო დეტექტივები
გამომცემლობა
პალიტრა L
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
2009882702734
გარეკანი
მაგარი
გამოცემის წელი
2026
ფორმატი
15X22X15