ქუჩის ანტისაბჭოთა წინააღმდეგობა საქართველოში #2
XX საუკუნის ქართულ თხრობაში საბჭოთა ოკუპაცია, დაკარგული და შემდეგ აღდგენილი სახელმწიფოებრიობა – ცენტრალური მოვლენებია. ამ გარდამტეხ მომენტებს აერთიანებს ანტისაბჭოთა აჯანყებებისა და დემონსტრაციების ისტორია. თითოეული საპროტესტო მოძრაობა ერთმანეთისგან განსხვავდება მიზნით, მასშტაბით, მონაწილეთა წრით, ფორმებითა და შედეგებით, მაგრამ მათ შორის საერთო ნიშნებიც იკვეთება. სწორედ ამ მსგავსებათა და განსხვავებათა გააზრება აყალიბებს წიგნის მთავარ კვლევით საკითხს: არის თუ არა ეს საპროტესტო დემონსტრაციები ხანგრძლივი ისტორიის მქონე წარსულის გაგრძელება, თუ ისინი ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების მცდელობებია?
ანოტაცია

წიგნი 1921-1989 წლების ქრონოლოგიურ ჩარჩოში ოთხ ძირითად აჯანყებას განიხილავს. ქრონოლოგია აქ მხოლოდ მეთოდური ჩარჩოა. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, მოვლენების ურთიერთშედარებით გამოიკვეთოს საერთო ნიშნები და განსხვავებები. ამგვარად, XX საუკუნის ქუჩის ანტოსაბჭოთა წინააღმდეგობა აერთიანებს ოთხ უმთავრეს ეპიზოდს, რათა მკითხველს შესთავაზოს ანალიზი იმისა, როგორ ყალიბდებოდა და იცვლებოდა უწყვეტ წარსულთან დამოკიდებულება – მასთან კავშირის გაწყვეტა თუ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების მცდელობები.
მახასიათებლები
კატეგორია
გლობალიზაცია / საზოგადოებრივი მოძრაობები,საქართველოს ისტორია,ომები და კონფლიქტები,ისტორიული ნარკვევი,პოლიტიკა / კოლონიალიზმი
გამომცემლობა
არტანუჯი
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941527173
გვერდები
191
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2026
ფორმატი
13.5X20
სერია
ახალი თაობის ისტორიკოსები