200 ამბავი მხატვრობაზე #1
მიქელანჯელო, დიურერი, ველასკესი, ვან გოგი, ფიროსმანი - მხატვრობის ისორიას ბევრი ღმერთი ჰყოლია, რომელთა მემკვიდრეობაც კაცობრიობის საგანძურია. მათ შესახებ ბევრი ნაშრომი დაწერილა და მომავალშიც დაიწერება.
ამ წიგნში კი, მოგიყვებით 200 ამბავს მხატვრებზე, მათ შედევრებზე და ინტერპრეტაციებზე, განსხვავებული კუთხით დაგანახებთ ამ ავტორებს და მოგცემთ იმპულსს, კიდევ უფრო მეტი გაიგოთ და ისიამოვნოთ შედევრების თვალიერებით.
ანოტაცია
მოგეხსენებათ, როგორ უჭირთ ადამიანებს დღეს კითხვა.
დაძაბული გრაფიკი, ცხოვრების ჩქარი რიტმი, ცოტა დრო, ბევრი საფიქრალი, ინფორმაციის მიღების მრავალი სხვა საშუალება...
გამომცემლობა „არტანუჯის“ ახალი სერია – „თან საკითხავი“ ერთგვარი გამოსავალია ამ საყოველთაო უდროობის დროს.
დიახ, თან-საკითხავი.
საკითხავი „სხვათა შორის“, საკითხავი თანდათანობით, სვენება-სვენებით თუ ერთი ამოსუნთქვით. საკითხავი კეთების პარალელურად. ადვილი და საინტერესო საკითხავი. საკითხავი დასვენებისას, მგზავრობისას, თუნდაც მუშაობა-მუშაობისას. საკითხავი ავტობუსში, მანქანაში, თვითმფრინავში, მატარებელში...
თითოეულ გამოცემაში ერთი საინტერესო თემისა თუ პიროვნების შესახებ შეკრებილი, გასაგები და უშუალო ენით დაწერილი, მცირე მოცულობის ძალზე საინტერესო „ამბები“ მოიყრის თავს. ეს ნაწილები არ იქნება ერთმანეთზე გადაბმული და დამოკიდებული.
ასე, ნაკვეს-ნაკვეს კითხვა წიგნის ნებისმიერი ნაწილიდან შეგვიძლია დავიწყოთ და ნებისმიერ დროს შევწყვიტოთ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ და შემდეგ ნელ-ნელა ჩავამთავროთ. ან არც ჩავამთავროთ...
მახასიათებლები
კატეგორია
მხატვართა ბიოგრაფიები,მხატვრობა / ფერწერა,დოკუმენტური პროზა
გამომცემლობა
არტანუჯი
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941527265
გვერდები
292
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2026
ფორმატი
12.5X19
სერია
თან საკითხავი