სარანგი
გოჩა მანველიძის რომანი ,,სარანგი“ მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც ეხება წლების განმავლობაში ტაბუდადებულ თემას - საქართველოს სპეცსამსახურებს. ნაწარმოებში მოვლენები ვითარდება საქართველოს კომუნისტური ეპოქიდან - პოსტკომუნისტურში გადასვლის პროცესის ფონზე. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის, რომ ავტორი ცდილობს დაამსხვრიოს საზოგადოდ დამკვიდრებული სტერეოტიპები. ნაწარმოებში ნათლადაა წარმოჩენილი, რაოდენ დიდი როლი ითამაშა საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სპეცსამსახურებმა.
ანოტაცია

რომანის მთავარი მოქმედი გმირები იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც წილად ხვდათ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ავანგარდში ყოფნა. ავტორი ისტორიული პარალელების გავლენით აღწერს დამოუკიდებლობის იდეით გულანთებული თაობის ოცნებებს, მიზნებს, ბრძოლით გავლილ გზასა და საბოლოო შედეგს - გაყალბებულ სიმართლეს, აუხდენელ ოცნებებსა და ომის ქარცეცხლში უკვალოდ გამქრალ გმირებს. რომანის კითხვისას მკითხველი ნათლად შეიგრძნობს საქართველოში ტრადიციულად არსებულ ტრაგიკულ რეალობას, რის შედეგადაც ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილები იძულებით ტოვებდნენ სამშობლოს და თავის ნიჭსა და ენერგიას უცხო ქვეყნების სამსახურში ხარჯავდნენ.
დოკუმენტური ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის სიუხვის მიუხედავად, რომანში უხვადაა დრამატიზმით, რომანტიზმით და იუმორით აღსავსე ეპიზოდები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ ნაწარმოებს.
მახასიათებლები
კატეგორია
ისტორიული რომანი,ქართული პროზა,რომანი,დოკუმენტური პროზა
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941883606
გვერდები
647
გარეკანი
მაგარი
გამოცემის წელი
2026
ფორმატი
14X20.5