სვანური ნოველები
ოტი იოსელიანის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სვანეთსა და სვანებზე დაწერილ ნაწარმოებებს. ამაში გასაკვირი არაფერია. შეუძლებელია ამ ულამაზესი მხარის მშვენიერებით მოხიბლულმა ადამიანმა არ შეეცადოს კალმით ქაღალდზე გადაიტანოს მათი ცხოვრების ადათ-წესები, სტუმრისა თუ მეგობრისადმი დამოკიდებულება ან სამშობლოსადმი თავგანწირული ერთგულება.
ანოტაცია

მთიელთა ცხოვრება ყველგან რთულია. სვანები კავკასიონის ქედის მიმდებარედ მკაცრ პირობებში ცხოვრობენ და არსად აპირებენ წასვლას. მათ ზემოთ კი მარადიული თოვლით დაფარულ მწვერვალებში ჯიხვები ბინადრობენ, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და არასდროს ჩამოდიან ბარში. ორივე ისინი მძიმე საფასურს იხდიან ყველაზე მაღალი ღირებულების - თავისუფლების შესანარჩუნებლად და ალბათ, ამიტომ ეწოდება ძველთაგანვე ზემო სვანეთს - თავისუფალი სვანეთი.
თავისუფლება რომ მხოლოდ თავგანწირული ბრძოლით და ხშირად მსხვერპლითაც მოიპოვება, ამაზე გვესაუბრება ამ წიგნში ავტორი.
მახასიათებლები
კატეგორია
მოთხრობები / ნოველა,ქართული პროზა Georgian fiction
გამომცემლობა
საქართველოს მაცნე
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941169427
გვერდები
184
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2026
ფორმატი
12X20