ვუნშპუნში ანუ ნატვრის სასმელი
ვუნშპუნში ანუ ნატვრის სასმელი

ვუნშპუნში ანუ ნატვრის სასმელი

„რატომ ფლობენ ბოროტი ადამიანები უფრო მეტ ძალაუფლებას, ვიდრე კეთილი არსებები?!“ – სასოწარკვეთილი იკითხავს ყვავი იაკობი და ეს შეკითხვა მკითხველსაც ბევრჯერ გაუელვებს გონებაში.

ეს არის კომიკური ფენტეზის ჟანრის რომანი, დაწერილი ენდესეული იუმორით, მეტაფორებითა და ალეგორიებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ე. წ. მოლაპარაკე სახელები, რომლებიც ქართულადაც ბრწყინვალედ „აალაპარაკა“ მთარგმნელმა. ყველაფერი ერთად კი ამ რომანს სასიამოვნო საკითხავად აქცევს როგორც მოზარდების, ისე ზრდასრულებისთვის.

ანოტაცია

„რატომ ფლობენ ბოროტი ადამიანები უფრო მეტ ძალაუფლებას, ვიდრე კეთილი არსებები?!“ – სასოწარკვეთილი იკითხავს ყვავი იაკობი და ეს შეკითხვა მკითხველსაც ბევრჯერ გაუელვებს გონებაში.

წლის ბოლო ღამეა. ჯადოქართა საიდუმლო მრჩეველი ირვიტცერ მაცდური და მისი დეიდა ტირანია ვამპირული დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ – მათ ვერ შეასრულეს ბოროტების წლიური გეგმა, რის გამოც უკიდურესი წყვდიადის მინისტრის რისხვა დაიმსახურეს. იმისათვის, რომ თანამდებობა და ქონება შეინარჩუნონ, ბოლო ორ საათში ყველა ბოროტების ჩადენა უნდა მოასწრონ, ამიტომ ჯადოსნური სასმლის მომზადებას იწყებენ, რომელიც ყველა ბოროტ სურვილს მყისიერად აასრულებს. ამ გეგმის განხორციელებაში ხელის შეშლას კი ყველაზე მოულოდნელი გუნდი – ყვავი იაკობ ყრანტელი და კატა მაურიციო – შეეცდება.

ეს არის კომიკური ფენტეზის ჟანრის რომანი, დაწერილი ენდესეული იუმორით, მეტაფორებითა და ალეგორიებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ე. წ. მოლაპარაკე სახელები, რომლებიც ქართულადაც ბრწყინვალედ „აალაპარაკა“ მთარგმნელმა. ყველაფერი ერთად კი ამ რომანს სასიამოვნო საკითხავად აქცევს როგორც მოზარდების, ისე ზრდასრულებისთვის.

წიგნის თარგმანი შესრულებულია გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით.

მახასიათებლები

კატეგორია

ფენტეზი და საოცრებათა ამბები,ფენტეზი,საყმაწვილო ლიტერატურა,საბავშვო კლასიკა,იუმორისტული საბავშვო პროზა

გამომცემლობა

აზროვნების აკადემიის გამომცმელობა

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941879463

გვერდები

249

გარეკანი

რბილი

გამოცემის წელი

2025

ფორმატი

13.5X19.5

მსგავსი წიგნები