ოპოზიციური სპექტრი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
წიგნში ავტორი მოგვითხრობს ოპოზიციის (როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე) საქმიანობის შესახებ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გვაცნობს რა ნიშა ეკავა ოპოზიციურ სპექტრს ახლად წარმოშობილი სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემაში და გვიჩვენებს ოპოზიციის გავლენას საზოგადოების მოდერნულ გარდაქმნაზე, მის დემოკრატიზაციასა და განვითარებაზე.
ოპოზიციური სპექტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მრავალრიცხოვნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოხდენას სხვადასხვა გზებით მაინც ახერხებდა - ხან ღია დაპირისპირებით, ხან კონსტრუქციულ თანამშრომლობითა და კომპრომისებით, ხან - უპირობო მხარდაჭერითაც. ოპოზიციის არსებობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საჯარო პოლიტიკური სივრცის სიფართოვეს ადასტურებს და იგი 1918-1921 წლებში ქართული სახელმწიფოს მოდერნიზაციის ერთ-ერთ თვალსაჩინო ინდიკატორად განიხილება.
ანოტაცია

წიგნს ერთვის 1918-1921 წლებში საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენელთა ბიოგრაფიული პორტრეტები.
წიგნის ავტორი ოთარ ჯანელიძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. ის მრავალი წელია იკვლევს საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიის პრობლემებს, ქართული კულტურის, საზოგადოებრივი აზროვნების, ემიგრაციის, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა საკითხებს. არის 180-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 15 მონოგრაფიის, საქართველოს ისტორიაში სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი.
მახასიათებლები
კატეგორია
საქართველოს ისტორია,პოლიტოლოგია / პოლიტიკა,ისტორიული ნარკვევი,სამეცნიერო ნაშრომი
გამომცემლობა
ზიარი
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941514562
გვერდები
357
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2025
ფორმატი
14.5X20