მეფილმეს დღიურები (ჩანაწერები 2014-2020)
ზაზა ხალვაშის ამ წიგნში მოულოდნელი ფინალისკენ მიმავალი კაცის ყოველდღიური ფიქრი და განცდებია ყოველ გვერდზე ჩათესილი. ნაგულისხმევი ქვეტექსტებიც კი ასახავენ უნიკალურ პროცესს, როცა პოპულარობა და პროფესიული დაფასება თითქოს მოვიდა, და ეს საშენ მასალად უნდა აქციო დიდი და თამამი ჩანაფიქრების ხორცშესხმისთვის.
ანოტაცია
„ზაზა ხალვაშის ამ წიგნში მოულოდნელი ფინალისკენ მიმავალი კაცის ყოველდღიური ფიქრი და განცდებია ყოველ გვერდზე ჩათესილი. ნაგულისხმევი ქვეტექსტებიც კი ასახავენ უნიკალურ პროცესს, როცა პოპულარობა და პროფესიული დაფასება თითქოს მოვიდა, და ეს საშენ მასალად უნდა აქციო დიდი და თამამი ჩანაფიქრების ხორცშესხმისთვის.
კინო და ლიტერატურა, ნამდვილი და წარმოსახვითი პერსონაჟები – ზაზა ხალვაში ვნებითა და ინტერესით ეძებს, ინიშნავს ყველაფერს, თითქოს იმ წუთას იწყებდეს შემოქმედებით გზას. მისი ფრაზა დამაჯერებელია, გამოცდილებით დატვირთული, მისი ინტელექტუალური ჰაბიტუსი ერთი მხრივ ოთარ ჭილაძის ცნობილ სტრიქონს – „ფიქრი მაწრთობდა ცხოვრებისათვის თუ დავემალე ცხოვრებას ფიქრში“ – ენათესავება; მეორე მხრივ კი გრძნობს ყოველდღიური ქმედების დაუძლეველ სურვილს ნამდვილი, მსოფლიო რანგის კინოს და ლიტერატურის შესაქმნელად.
ცხოვრება წყდება. დარჩენილი სიტყვა, კადრი და ემოციები კი განაგრძობენ ჩვენს დამუხტვას. ქმნადობის ჟინი გადამდებია. სწორედ ეს აქცევს ამ წიგნს და მის დამწერსაც დაუვიწყარ პერსონაჟად.“ – ზვიად კვარაცხელია
მახასიათებლები
კატეგორია
ჩანაწერები / წერილები,კინო/კინოხელოვნება,დოკუმენტური პროზა
გამომცემლობა
ინტელექტი
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941317644
გვერდები
201
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2023
ფორმატი
16X19.5