ნამე და სხვა სცენარები  2016-2020
ნამე და სხვა სცენარები  2016-2020

ნამე და სხვა სცენარები 2016-2020

„არიან რეჟისორები, რომლებიც სცენარს ძუნწად, მონახაზის სახით წერენ; არიან ისინიც, რომლებიც უკვე სცენარშივე ამუშავებენ მომავალი ფილმის სახეებს, გარემოს თავისი ნიუანსებითა და ატმოსფეროთი. ზაზა ხალვაში ამ უკანასკნელს მიეკუთვნება. მის სცენარებში ეს გარემო, რომელიც უმეტესად სოფლის ყოფას, რურალურ ლანდშაფტს გამოსახავს, ფონად/ფრაგმენტულად, მაგრამ ზედმიწევნით აღიწერება და ხელშესახებ ვიზუალიზაციას აღწევს. თუმცა ეს კონკრეტიკა ამავე დროს იდუმალი, ბოლომდე შეუცნობადი თემებითა თუ სახეებით გადაიკვეთება, რაც ტექსტებს მრავალშრიანობას ანიჭებს: იქნება ეს წყლის, როგორც უძველესი საკრალური სიმბოლოს, ცხოველმყოფელი ძალა და მამა-ქალიშვილის ზებუნებრივი უნარი ან მისტიკური გრძელთმიანი მოხუცი ქალი „ნამეში“ თუ უცნაური, ცოტა ცივი, მაგრამ სექსუალურად ამაფორიაქებელი მაია „ადგილის დროში“.

ანოტაცია

– თეო ხატიაშვილი

მახასიათებლები

კატეგორია

დრამატურგია / პიესა / სცენარი,ქართული პროზა Georgian fiction,კინო/კინოხელოვნება

გამომცემლობა

ინტელექტი

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941317651

გვერდები

268

გარეკანი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

16.5X19.5

მსგავსი წიგნები