ჩვენი ღირსებანი #5 - საქართველოს გეოლოგიური აგებულებანი
რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე მილიონობით წლის წინ? რა ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყანაში უძველესი ადამიანების სამოსახლოთა გაჩენას? განა აქ, ჩვენში, დაიდებდა ბინას დედამიწის ერთ- ერთი უძველესი ადამიანი, მისი არსებობისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები რომ არ ყოფილიყო? დმანისურმა უნიკალურმა აღმოჩენამ ხომ ფეხზე დააყენა მთელი სამ ყარო! უძველესი ადამიანის ქვედა ყბის პოვნამ ორჯერ დააძველა პირველი ევროპელის ასაკი.
ანოტაცია

და, აი, მსოფლიო მეცნიერული აზრის ერთსულოვანი დასკვნა: პირველი ევროპელი ქართველი იყო! რა წიაღისეულის მფლობელია საქართველო, როგორ ყალიბდებოდა ხანგრძლივი გეოლოგიური დროის განმავლობაში ქვეყნის წიაღი, რა მინერალებით მდიდრდებოდა და რა კანონზომიერებით ვრცელდებოდა ამა თუ იმ კუთხეში ბუნების ისეთი ფასდაუდებელი სიმდიდრეები, როგორიცაა: მტკნარი მიწისქვეშა, მინერალური და თერმული წყლები, სამკურნალო ტალახი, იშვიათი და ძვირფასი ლითონები, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები…
როგორ იყენებდნენ მათ ჩვენი წინაპრები და როგორ მოვიხმართ ახლა ამ და სხვა მრავალი ამოუწურავი ბუნებრივი რესურსების ჯადოსნურ სამყაროს, რომელიც საქართველოს მიწის წიაღშია ჩაბუდებული? აი, საკითხები, რომლებმაც უნდა დააინტერესოს საქართველოს ბედ- იღბალსა და მომავალზე მზრუნველი ყოველი ადამიანი.
მახასიათებლები
კატეგორია
საქართველოს ისტორია,სამეცნიერო აღმოჩენები / თეორიები,წიგნები საქართველოზე / Books about Georgia,უძველესი ცივილიზაციები,სამეცნიერო-პოპულარული,გეოლოგია / მინერალოგია
გამომცემლობა
წიგნი+ერი
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941948282
გვერდები
242
გარეკანი
მაგარი
გამოცემის წელი
2014
ფორმატი
18X25
სერია
ჩვენი ღირსებანი