გრძნობათა არქივი
ცნობილი შვეიცარიელი მწერლის პეტერ შტამის რომანში „გრძნობათა არქივი“ ვეცნობით კაცს, რომელიც წარსულს საქაღალდეებად აქცევს, ცდილობს ქაღალდებით შეინარჩუნოს ის, რაც რეალობაში ხელიდან დაუსხლტა - ბავშვობის სიყვარული. ათწლეულების შემდეგ ფრანცისკა მოულოდნელად კვლავ ჩნდება მის ცხოვრებაში და მისი სათუთად დალაგებული, ფურცლებად ქცეული სამყარო რღვევას იწყებს.
ანოტაცია

პეტერ შტამი საოცარი ოსტატობით გვიხატავს პირველი სიყვარულის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, ლტოლვას იმ ადგილისაკენ, სადაც ყველაფერი დაიწყო. და ამ გზაზე მკითხველიც ავტორთან ერთად პირისპირ ეჯახება კითხვას: შეუძლია კი მას ცხოვრების თავიდან დაწყება? თუ ის უკვე მეტისმეტად ჩაიკარგა საკუთარ თავში, საკუთარ სიმარტოვეში, იმ მოგონებათა არქივში, რომელიც თავადვე შექმნა... იქნებ სწორედ ამ არქივმა დააკარგვინა ის, რაც ყველაზე ძვირფასია - რეალობა, ჭეშმარიტი განცდა, ჭეშმარიტი სიყვარული...
მახასიათებლები
კატეგორია
რომანი,შვეიცარიული ლიტერატურა
გამომცემლობა
იბისი
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941995934
გვერდები
140
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2025
ფორმატი
14.5X20