არაფერი
„ომის ნანგრევებში, კარმენ ლაფორეტმა, 23 წლის ახალგაზრდა ქალმა, შექმნა ნაწარმოები, რომელიც ლიტერატურული აფეთქების ტოლფასი აღმოჩნდა“. - მარიო ვარგას ლიოსა
კარმენ ლაფორეტის „არაფერი“ ესპანურენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ნაწარმოებად მიიჩნევა. ავტორის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული რომანი მოგვითხრობს ობოლი ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელიც პროვინციიდან ბარსელონაში სასწავლებლად მიემგზავრება.
ანოტაცია

მდიდარ თანაკურსელებთან ურთიერთობა და ბარსელონას ქუჩებში ხეტიალი ანდრეასთვის ერთადერთი გზაა საკუთარი თავის ხელახლა შესაქმნელად. ეს არის ამბავი ეგზისტენციალური შფოთვით გაჟღენთილი შინაგანი მოგზაურობისა, რომელშიც, ადამიანური ბუნების სიღრმისეულად შეცნობის მცდელობით, კარმენ ლაფორეტი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება, ინდივიდმა მიაკვლიოს შინაგან თავისუფლებას ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი.
მახასიათებლები
კატეგორია
კლასიკა,ესპანური ლიტერატურა,ეგზისტენციალური რომანი
გამომცემლობა
დიოგენე
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941119712
გვერდები
279
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2026
ფორმატი
13.5X19.5
სერია
დიოგნეს ბიბლიოთეკა