Practicing opinion essay writing (Level B1- B2)
Practicing opinion essay writing (Level B1- B2)

Practicing opinion essay writing (Level B1- B2)

ავტორი: თეონა ბოხუა

ეს წიგნი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაში და განსაკუთრებით Opinion Essay - ის ტიპის წერითი დავალებების შესრულებაში, რომელიც ხშირად გვხვდება სკოლაში, საერთაშორისო გამოცდებსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

ანოტაცია

ეს წიგნი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაში და განსაკუთრებით Opinion Essay - ის ტიპის წერითი დავალებების შესრულებაში, რომელიც ხშირად გვხვდება სკოლაში, საერთაშორისო გამოცდებსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

წიგნი აგებულია თემატური ერთეულების (Units) პრინციპით. თითოეული ერთეული ეძღვნება აქტუალურ თემას და მოიცავს სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს, რომლებიც ეტაპობრივად ავითარებს მოსწავლეების ლექსიკურ, გრამატიკულ, კითხვისა და წერითი აზროვნების უნარებს. თემები შერჩეულია ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, არგუმენტებით გამყარება და ლოგიკურად ორგანიზებული ტექსტის დაწერა.
წიგნში წარმოდგენილია მრავალფეროვანი დავალებები, როგორიცაა:
•    სიტყვათა შესაბამისობა და ლექსიკური სავარჯიშოები - ახალი სიტყვებისა და ტერმინების შესასწავლად;
•    შევსების დავალებები და გრამატიკული სავარჯიშოები - გრამატიკის ძირითადი წესების გასამყარებლად;
•    წინადადების დალაგება და შეცდომების გასწორება - სწორი წერითი სტრუქტურის შესასწავლად;
•    Condiotional sentences, relative clauses და connectors - ის გამოყენება - რთული წინადადებების სწორად შესაქმნელად;
•    არგუმენტებისა და დამადასტურებელი წინადადებების დაკავშირება - კრიტიკული აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის განვითარებისთვის;
•    თარგმნის სავარჯიშოები ქართულიდან ინგლისურად - პრაქტიკული ენობრივი უნარების გასაუმჯობესებლად;
•    ესე წერის დავალებები - რომლებიც ასწავლის მოსწავლეებს, როგორ დაწერონ ორგანიზებული და არგუმენტირებული ტექსტი.

სავარჯიშოები შედგენილია ეტაპობრივი სირთულის პრინციპით. მოსწავლეები ჯერ მუშაობენ სიტყვებზე და გრამატიკაზე, შემდეგ სწავლობენ წინადადებების სწორად აგებას, ხოლო ბოლოს უკვე იყენებენ ამ ცოდნას სრული ესეს დასაწერად.

მახასიათებლები

კატეგორია

ინგლისური ენის შესასწავლი,აბიტურიენტებისთვის და ეროვნული გამოცდებისთვის,დამხმარე რესურსი მოსწავლეებისათვის

ენა

ქართულ-ინგლისური

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941977992

გვერდები

409

გარეკანი

რბილი

გამოცემის წელი

2026

ფორმატი

20.5X29

მსგავსი წიგნები