55 არაკი
ქართული ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენლის, „მართალი კაცის“, ოტია იოსელიანის ამ კრებულში 55 არაკია გაერთიანებული. ერთი შეხედვით მარტივი სიუჟეტის მიღმა, ავტორი მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებებსა და მთავარ ადამიანურ ფასეულობებს გვასწავლის: თავმდაბლობას, მუყაითობას, პატიოსნებას, სამართლიანობას, ერთგულებას... არაკებში უფროსები სიბრძნეს პოულობენ, ბავშვებისთვის კი მათი კითხვა მხიარული და შემეცნებითი თავგადასავალია.
ანოტაცია

აბა, გაინტერესებთ, გაიგოთ: რატომაა ლომი ცხოველთა მეფე? რა დაემართათ თავმომწონე კიტრს, გაზულუქებულ ტურას და ბრიყვ აქლემს, რომელსაც თავისი კუზი სიმახინჯე და ზედმეტი ბარგი ეგონა? რატომ დაივიწყეს სპილოს დაბადების დღე ტყის ცხოველებმა? უშველა თუ არა ფრენამ ხვლიკს, რომელსაც ქვეყნის დანახვა უნდოდა? რა აძლებინებს ჯიხვს კლდეებში? რატომაა ორი ერთნაირი, უპატრონო, მაწანწალა, მშიერი და უსახლკარო ძაღლიდან ერთი უბედური, მეორე კი – ბედნიერი? როგორ გახდა ერთი ცანცარა კურდღელი, კურდღლებს შორის გამორჩეული და პატივსაცემი?.. – მაშინ წაიკითხეთ ეს არაჩვეულებრივი წიგნი და აღმოაჩინეთ პატარა ამბებში დამალული დიდი სიბრძნე.
მახასიათებლები
კატეგორია
საყმაწვილო ლიტერატურა,იგავ-არაკები,ასაკი: 8+
გამომცემლობა
ელფის გამომცემლობა
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941511783
გვერდები
136
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2026
ფორმატი
15X21
სერია
მე მიყვარს კითხვა