შემთხვევითობა, აუცილებლობა და ნათელჩენა
მკითხველის წინაშეა რუდოლფ შტაინერის (1861 – 1925წწ.) ლექციების კიდევ ერთი კურსი ,,შემთხვევითობა, აუცილებლობა და ნათელჩენა“, რომელიც მან წაიკითხა დორნახში პირველი მსოფლიო ომის ყველაზე მძიმე პერიოდში. მსმენელებს აწუხებდათ მტანჯველი კითხვები დაღუპული ადამიანების ბედისწერაზე, რამდენად იყო საჭირო ასეთი მსხვერპლი და რაში მდგომარეობს ნაადრევი სიკვდილის არსი. რუდოლფ შტაინერი განიხილავს სწორედ ნაადრევი სიკვდილის, სამსხვერპლო სიკვდილისა და პიროვნული ბედისწერის კოსმიურ ასპექტებს;
ანოტაცია
მკითხველის წინაშეა რუდოლფ შტაინერის (1861 – 1925წწ.) ლექციების კიდევ ერთი კურსი ,,შემთხვევითობა, აუცილებლობა და ნათელჩენა“, რომელიც მან წაიკითხა დორნახში პირველი მსოფლიო ომის ყველაზე მძიმე პერიოდში. მსმენელებს აწუხებდათ მტანჯველი კითხვები დაღუპული ადამიანების ბედისწერაზე, რამდენად იყო საჭირო ასეთი მსხვერპლი და რაში მდგომარეობს ნაადრევი სიკვდილის არსი. რუდოლფ შტაინერი განიხილავს სწორედ ნაადრევი სიკვდილის, სამსხვერპლო სიკვდილისა და პიროვნული ბედისწერის კოსმიურ ასპექტებს; საფუძვლიანად აანალიზებს შემთხვევითობას, აუცილებლობასა და ნათელჩენას. ასევე ღრმა სიბერესა და ადრეულ ასაკში გარდაცვალების შედეგებს მომდევნო ინკარნაციისთვის, გარდასული ცხოვრების პანორამულ განხილვას გარდაცვალების შემდგომ და სხვა მნიშვნელოვან თემებს.
ამრიგად, ეს ციკლი სამაგიდო წიგნია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამგვარი საკითხებით არის დაინტერესებული.
მახასიათებლები
კატეგორია
ფილოსოფია,ეზოთერიკა,ანთროპოსოფია
გამომცემლობა
კოგიტო
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941979743
გვერდები
172
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2025
ფორმატი
14.5X20.5