განქორწინების ფსიქოლოგია
წიგნების სამყაროში ოჯახზე, ქორწინებაზე და განქორწინებაზე ბევრი ნიმუში მოიძებნება. არსებობს არაერთი ქართული ან თარგმნილი ფსიქოლოგიური ლიტერატურა, თვითდახმარების წიგნები, იურიდიული ტესტები და სამეცნიერო კომენტარები.
ეს წიგნი წარმოადგენს ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის, დაკვირვებების და შთაბეჭდილებების პირველ მცირე ილუსტრაციას. აქ მოყვანილი საქმეები, სიტუაციები დაა პერსონაჟები არ არის გამოგონილი, თუმცა წარმოდგენილია სახეცვლილი და კონფიდენციალობის სრული დაცვით.
ანოტაცია
შესავალი

ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ზოგადი ცნებები, ტერმინები ან იდეები, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული სამართლის, ფსიქოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა დისკურსში, რაც თემის ბუნებით არის განპირობებული და არა კონკრეტული წყაროს სიტყვასიტყვით გადმოღებული.
ქორწინება და განქორწინება ხშირად აღიქმება მხოლოდ სამართლებრივ აქტად, მაშინ როდესაც იშვიათად ვლაპარაკობთ იმაზე, რა ხდება ამ პროცესის მიღმა - როგორ იცვლება ბავშვის ფსიქიკა, როგორ მოქმედებს მშობლების კონფლიქტი მის მომავალ ცხოვრებაზე, როგორ გარდაიქმნება ქალი და კაცი ცხოვრებისეული გამოწვევების დროს.
არაფრის სწავლებას არ ვაპირებ, მაგრამ თუ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მკითხევლი დაფიქრდება, რას ტოვებს დავა ბავშვის მეხსიერებაში, ეს საუკეთესო შედეგი იქნება.
მახასიათებლები
კატეგორია
ფსიქოლოგია,ურთიერთობების ფსიქოლოგია
გამომცემლობა
ლეთა
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941940989
გვერდები
199
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2026
ფორმატი
14X20