ფავნის ლაბირინთი
ფავნის ლაბირინთი

ფავნის ლაბირინთი

ეს არის ოფელიას ისტორია – გოგონასი, რომელმაც ირწმუნა ზღაპრის მაშინ, როცა სამყარომ რწმენა დაკარგა და ამ რწმენით შეაბიჯა ლაბირინთში, რომელიც ერთდროულად ხსნასაც ჰპირდებოდა და დაღუპვასაც უქადდა.

ანოტაცია

ეს არის ოფელიას ისტორია – გოგონასი, რომელმაც ირწმუნა ზღაპრის მაშინ, როცა სამყარომ რწმენა დაკარგა და ამ რწმენით შეაბიჯა ლაბირინთში, რომელიც ერთდროულად ხსნასაც ჰპირდებოდა და დაღუპვასაც უქადდა.

ზღაპრები სტყუიან! ყოველ შემთხვევაში, ის ზღაპრები, რომლებსაც ბავშვობაში გვიყვებოდნენ. ისინი გვიმალავდნენ სიმართლეს, რომ სამყარო არ არის შავ–თეთრი, რომ ურჩხულები ხშირად ადამიანის სახით ჩნდებიან და არჩევანი ზოგჯერ წარმოუდგენლად რთულია. მაგრამ არსებობს ზღაპრები, რომლებიც სარკესავითაა – ისინი სასტიკ, მაგრამ აუცილებელ სიმართლეს გვიყვებიან. „ფავნის ლაბირინთი“ სწორედ ასეთი სარკეა. ის არ გპირდებათ კომფორტს, ის გპირდებათ სიმართლეს – მტკივნეულ, მაგრამ განმწმენდელ სიმართლეს ადამიანური სულის ბუნებაზე.

ეს უბრალოდ წიგნი როდია. ეს იშვიათი ლიტერატურული მოვლენაა, სადაც ბნელი ფენტეზი, ისტორიული დრამა და ფილოსოფიური იგავი ერთმანეთს ერწყმის და ქმნის შედევრს, რომელიც თაობებს შთააგონებს – გილიერმო დელ ტოროს გენიალური წარმოსახვა და კორნელია ფუნკეს უბადლო პროზა ძერწავს სამყაროს, რომელიც ერთდროულად სასტიკიცაა და მშვენიერიც, ტრაგიკულიც და იმედით სავსეც. ეს არის გამოცდა, რომელიც თქვენს წარმოდგენებს სიკეთესა და ბოროტებაზე თავდაყირა დააყენებს. და ის თქვენ გელით.

მახასიათებლები

კატეგორია

თინეიჯერებისთვის YA,მაგიური რეალიზმი,ფენტეზი

გამომცემლობა

მოუბარი

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941997402

გვერდები

325

გარეკანი

რბილი

გამოცემის წელი

2025

ფორმატი

14.5X21

სერია

ფენტეზის ბიბლიოთეკა

მსგავსი წიგნები