მენტალური შაბლონები (იფიქრე უკეთ!)
„მენტალური შაბლონები“ მოგვითხრობს სამყაროს მუშაობის გარკვეულ პრინციპებზე. წიგნში მოყვანილი მაგალითები სხვადასხვა ხედვის კუთხიდან არის განხილული და გაანალიზებული. გამოცდილი პროფესიონალის რჩევები დაგეხმარებათ, თუ როგორ შევხედოთ უფრო ადვილად ცხოვრებისეულ კონკრეტულ პრობლემურ სიტუაციებს და როგორ შევიქმნათ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული წარმოდგენა იმ საკითხებზე და გამოწვევებზე, რომლებიც ზრდასრულ ადამიანს უხვად ხვდება ცხოვრებაში.
ანოტაცია
ის, რაც სკოლაში არ გვასწავლეს...
სკოლაში ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ რეალური ცხოვრების მთავარი საგანი - ფინანსური განათლება და სწორი აზროვნება - ნამდვილად გამოვტოვეთ.
რა არის მენტალური შაბლონები? ეს არის აზროვნების უნივერსალური ინსტრუმენტები, რომლებიც გვეხმარება რთული სიტუაციების მარტივად აღქმაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და სამყაროს უკეთ გაგებაში. ნაცვლად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ველოსიპედი თავიდან გამოიგონოთ, ეს წიგნი გასწავლით, როგორ გამოიყენოთ კაცობრიობის ისტორიაში დაგროვილი საუკეთესო სააზროვნო მოდელები ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ ბიზნესში.
ეს წიგნი აუცილებლად უნდა გახდეს თქვენი სამაგიდო ლიტერატურა, თუ გსურთ:
- განავითაროთ კრიტიკული აზროვნება;
- თავიდან აირიდოთ მენტალური ხაფანგები და შეცდომები;
- მიიღოთ უფრო გონივრული, გააზრებული და ეფექტური გადაწყვეტილებები.
ავტორის შესახებ:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჯაბა დიხამინჯია მუშაობდა კომპანია „მაგთიკომში“, სადაც ბოლოს ეკავა გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა. იგი თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია საინვესტიციო კომპანია JSH FAGUS-ისა, რომელიც დაკავებულია აშშ საფონდო ბირჟებზე კომპანიის აქციებში კაპიტალ-დაბანდებით.
იგი ასევე შემქმნელია და მოდერაციას უწევს ფინანსურ საგანმანათლებლო არხს: @Jaba-Dikhaminjia
მახასიათებლები
კატეგორია
პროფესიული განვითარება,პიროვნული ზრდა / განვითარება,კოგნიტური ფსიქოლოგია,Self Help / თვითდახმარება
გამომცემლობა
აკადემიური წიგნი
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
11981
გვერდები
262
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2022
ფორმატი
14.5X20.5