მსოფლიო მზაკვრობის ისტორია / ბროდის ანგარიში / შვიდი საღამო
მსოფლიო მზაკვრობის ისტორია / ბროდის ანგარიში / შვიდი საღამო

მსოფლიო მზაკვრობის ისტორია / ბროდის ანგარიში / შვიდი საღამო

ხორხე ლუის ბორხესის რჩეული მოთხრობებისა და ლექციების კრებული დიდი არგენტინელი მწერლის სხვადასხვა დროს დაწერილ წიგნებს აერთიანებს.

„მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“ მოგვითხრობს მღელვარე და ალეგორიულ-მითოლოგიური მოტივებით გაჯერებულ სიუჟეტებს: შუააზიური უდაბნოს მტვრიანი ისტორიებისა და ვნებამორეული შაჰრაზადის ღამეული ზღაპრებიდან – ველური დასავლეთის კოვბოურ ცხოვრებასა და ნიუ-იორკულ ანდერგრაუნდულ-განგსტერულ ამბებამდე.

ანოტაცია

ხორხე ლუის ბორხესის რჩეული მოთხრობებისა და ლექციების კრებული დიდი არგენტინელი მწერლის სხვადასხვა დროს დაწერილ წიგნებს აერთიანებს.

„მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“ მოგვითხრობს მღელვარე და ალეგორიულ-მითოლოგიური მოტივებით გაჯერებულ სიუჟეტებს: შუააზიური უდაბნოს მტვრიანი ისტორიებისა და ვნებამორეული შაჰრაზადის ღამეული ზღაპრებიდან – ველური დასავლეთის კოვბოურ ცხოვრებასა და ნიუ-იორკულ ანდერგრაუნდულ-განგსტერულ ამბებამდე. (ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ)

„ბროდის ანგარიში“ მოთხრობების კრებულია, რომელიც პირველად 1970 წელს გამოქვეყნდა. მოთხრობებს შორის პირდაპირი შინაარსობრივი კავშირი არ არსებობს, თითოეული მათგანი დამოუკიდებელი იგავია, იგავი ბედისწერაზე, შემთხვევითობაზე, ადამიანებსა და საგნებზე. ამ ტექსტებში მკაფიოდ წარმოჩნდება ბორხესის პროზის განსაკუთრებულობა – პოეტური ენა. (ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ)

„შვიდი საღამო“ კი ხორხე ლუის ბორხესის მიერ 1977 წლის ზაფხულში, ბუენოს აირესში, კოლიზეუმის თეატრში წაკითხულ შვიდ ლექციას აერთიანებს. დიდი მწერალი გვესაუბრება დანტეს „ღვთაებრივ კომედიაზე“, „ათას ერთ ღამეზე“, ბუდიზმზე, პოეზიაზე, კოშმარზე, კაბალაზე, სიბრმავეზე… ძალზე საინტერესოდ, ცოცხლად გვიზიარებს მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს და გვიღვიძებს სურვილს, წავიკითხოთ ან გადავიკითხოთ ლიტერატურული შედევრები. (თარგმნა ნინო ქაჯაიამ)

ერთ გამოცემაში თავმოყრილი ეს წიგნები კიდევ უფრო მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს დიდი მწერლის საოცრად შთამბეჭდავ და მაგიურ შემოქმედებაზე.

მახასიათებლები

კატეგორია

მოთხრობები / ნოველა,თარგმნილი პროზა

გამომცემლობა

ინტელექტი

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941313158

გვერდები

383

გარეკანი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.5X20

მსგავსი წიგნები