ჰაგაკურე - ფოთლების ჩრდილში ნაამბობი
“ჰაგაკურე” ასევე ცნობილი, როგორც “სამურაის წიგნი” იამომოტო ცუნემოტომ, დაიმიო ნაბეშიმა მიცუშიგეს ყოფილმა სამურაიმ შექმნა. მიცუშიგეს სიკვდილის შემდეგ ცუნემოტოს ჰქონდა ორი არჩევანი: ან ჩაეტარებინა რიტუალური თვითმკვლელობა ჯუნში, ან გამხდარიყო რონინი, თავისუფალი სამურაი. მან ეს უკანასკნელი აირჩია და უკაცრიელ მონასტერში განრიდებულმა შექმნა “ფოთლების ჩრდილში” ნაამბობი წიგნი, რომელიც ჭეშმარიტი სამურაის ცხოვრების წესსა და მოვალეობებზე მოგვითხრობს.
ანოტაცია
იამამოტო ცუნეტომო 30 წლის განმავლობაში იყო ჰიზენის პროვინციის საგას სამფლობელოს მმართველის - ნაბეშიმა მიცუშიგეს სამურაი. 1700 წელს, როდესაც ნაბეშიმა მოკვდა, მის მემკვიდრესთან უთანხმოებების გამო, იამომოტომ მიატოვა თავადის კარი და განდეგილად ცხოვრობდა მთებში. ის საკუთარ შეხედულებებს სამურაის გზის შესახებ უყვებოდა მის მიმდევარ ახალგაზრდა სამურაის ცურამოტო ტაშიროს (1710-დან 1716 წლამდე). ბევრი მისი სენტენცია შეიცავს ილუსტრაციებს ნაბეშიმა მიცუშიგეს მამისა და ბაბუის ცხოვრებიდან. ცუნემოტოს გამონათქვამები ტაშირომ შეკრიბა 1716 წელს ”ჰაგაკურეს”სახელწოდებით.
”ჰაგაკურე” ორი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა ნაბეშიმას კლანში და მხოლოდ XX საუკუნის 20-იან წლებში გახდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. დაახლოებით 1930 წლისთვის ის იქცა ბუშიდოს (მეომრის გზის) ყველაზე გავრცელებულ აღწერად. წიგნის მეშვეობით იაპონური კულტურის შესახებ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ, მათ შორის ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც სამურაებისა და იაპონური ტრადიციების შესახებ გავრცელებულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება.
მახასიათებლები
კატეგორია
ფილოსოფია,სამხედრო საქმე / სამხედრო ისტორია,აზიური ლიტერატურა,იაპონური ლიტერატურა
გამომცემლობა
აზრი
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941978098
გვერდები
220
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2023
ფორმატი
14X20