ქვიშის წიგნი (მოთხრობების კრებული)
კრებული „ქვიშის წიგნი“ პირველად 1975 წელს გამოიცა და მას უკვე ასაკში შესული ავტორი თავის საუკეთესო წიგნად მიიჩნევდა. მართლაც გასაოცარია ის ოსტატობა, დახვეწილი სტილი და ადამიანურ განცდათა ცოდნის ის უნარი, რასაც მწერალი აქ წარმოდგენილ მოთხრობებში ავლენს.
ხორხე ლუის ბორხესი (1899-1986) ლათინური ამერიკის ახალი ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი ბრწყინვალე წარმომადგენლის სახელი უკვე დიდი ხანია გასცდა სამხრეთამერიკული ქვეყნების საზღვრებს და მსოფლიო ლიტერატურაში განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ფორმით, ასევე შინაარსობრივი ინოვაციებით. ბორხესის შემოქმედება მკითხველს აზროვნებისა და ფანტაზიის სრულიად ახალ, უკიდეგანო საზღვრებს უხსნის და სამუდამოდ ასამარებს აქამდე არსებული ტრადიციების ჩარჩოებს.
ანოტაცია

მახასიათებლები
კატეგორია
კლასიკა,მაგიური რეალიზმი,მოთხრობები / ნოველა,ლათინო ამერიკული ლიტერატურა
გამომცემლობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ენა
ქართული
ხელმისაწვდომი
არის
აისბიენი/აიდი
9789941309830
გვერდები
127
გარეკანი
რბილი
გამოცემის წელი
2022
ფორმატი
13X19.5
სერია
ლიტოდისეა