მოლალის უსტარნი
მოლალის უსტარნი

მოლალის უსტარნი

ავტორი: კლაივ ლუისი C.S. Lewis

მთარგმნელი: ირაკლი ბერიძე

ინგლისელი მწერლის კლაივ სტეიპლზ ლუისის „მოლალის უსტარნი“ წარმოადგენს ეპისტოლარული ჟანრის მარგალიტს,  რომელშიც მაღალი იერარქიის ეშმაკი (მოლალე) ადამიანის სულის წარწყმედის ხელოვნებაში მოძღვრავს ახალბედა ჭინკას (მაწაკა). ამ, ერთი შეხედვით, მარტივი მიმოწერისა და რჩევა-დარიგებების მიღმა, ლუისის გამორჩეული იუმორით და ღრმა საღვთისმეტყველო ცოდნით, წარმოჩენილია ადამიანის გზა ცხონებისკენ, განსაკუთრებით კი ამ გზაზე ბოროტი ძალების მიერ თუ თავად ადამიანის დაცემული ბუნებისა და უდიერების მიზეზით არსებული მახეები და დაბრკოლებები

ანოტაცია

წინასიტყვაობა

მკითხველის წინაშეა ცნობილი მწერლის, პოეტის, პედაგოგისა და მეცნიერის, კლაივ სტეიპლზ ლუისის ნაშრომი „მოლალის უსტარნი“. ავტორმა ეს წიგნი 1941 წელს გამოსცა სულ სხვა სათაურით: „უფროსი ეშმაკის წერილები უმცროსს“ (Letters from a senior to a junior devil). მოგვიანებით, წიგნი გამოიცა ამერიკაში სათაურით The Screwtape Letters, რის შემდეგაც მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

წიგნში წარმოდგენილია წერილების სერია, რომელსაც ასაკოვანი ეშმაკი, სახელად მოლალე, წერს თავის ახალგაზრდა ნათესავ ეშმაკს, მაწაკას. მოლალეს ჯოჯოხეთის ბიუროკრატიაში ადმინისტრაციული პოსტი უკავია, თუმცა ის მოქმედებს უფრო როგორც ჭკუის დამრიგებელი, ვიდრე იერარქიულ საფეხურზე მაღლა მდგომი. შეგონებები კი ერთადერთ რამეს ითვალისწინებს: მორჩილმა ეშმაკმა რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანებში რწმენა შეარყიოს და მას ცოდვის მორევისაკენ უბიძგოს.

სწორედ ამ ორიგინალურმა ხედვამ, ლიტერატურულ მხარესთან ერთად, მოუტანა საერთაშორისო აღიარება კ. ს. ლუისის წიგნს „მოლალის უსტარნი“ და ამან გადაგვაწყვეტინა გვეთარგმნა ის ქართულად. წიგნში საოცრად სიღრმისეულადაა დანახული და გადმოცემული ის მძიმე სულიერი მდგომარეობა, რისკენაც დაცემული ძალა უბიძგებს ადამიანს და რაც ამ უკანასკნელს ემართება არამართებული რელიგიურობის შედეგად. ამდენად, წიგნის კითხვისას მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ტექსტი გადმოცემულია დაცემული ძალის მიერ დანახული პერსპექტივით და ის გულისხმობს იმ რჩევებს, რაც ადამიანს დაღუპავს.

ძლიერ მნიშვნელოვანია, რომ, გარდა აღნიშნულისა, მკითხველმა გაითვალისწინოს ავტორის თხრობის თავისებურება, სადაც ის არაერთ დოგმატურად გაუმართავ და ბუნდოვან ფრაზას თუ ხედვას წააწყდება. წიგნის მიზანი არ არის ქრისტიანული დოგმატური ჭეშმარიტებების გადმოცემა და ანალიზი. ამასთან, თვითონ ავტორი მეტ წილად ეყრდნობა და ითვალისწინებს იმ რელიგიურ ტრადიციებს, რაც ანგლიკანურ სამყაროშია წარმოდგენილი.

თარგმინსას ჩვენ შევეცადეთ ყველა ბუნდოვანი ადგილი სქოლიოში განგვემარტა, თუმცა დაზღვეულები ვერ ვიქნებით იმაში, რომ შეიძლება ყოფილიყო სხვა ადგილებიც, რომლებიც განმარტებას საჭიროებს. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ყველა გონივრულ შენიშვნას და მას შემდეგ გამოცემაში გავითვალისწინებთ.

-    გიორგი გვასალია
 

მახასიათებლები

კატეგორია

კლასიკა,ფილოსოფიური რომანი,ჩანაწერები / წერილები,ქრისტიანობა,ფენტეზი

გამომცემლობა

შემოქმედი ანგელოზი

ენა

ქართული

ხელმისაწვდომი

არის

აისბიენი/აიდი

9789941812552

გვერდები

163

გარეკანი

მაგარი+სუპერი

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

19.5X25

მსგავსი წიგნები