ჰერმან ჰესე (1877–1962) – გერმანული წარმოშობის შვეიცარიელი მწერალი და პოეტი, ნობელის ლიტერატურის პრემიის ლაურეატი (1946). ჰესეს სულიერი, ფილოსოფიური ნაწარმოებები, როგორებიცაა „ზიდჰარტა“ და „ტრამალის მგელი“, განასახიერებენ თვითძიების, შინაგანი თავისუფლებისა და ჰუმანიზმის თემებს. ის იყო საზოგადოებრივად აქტიური, ინოვაციური და წინააღმდეგობრივი ფიგურა თავისი დროის კულტურულ სცენაზე.
გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ავტორის ცხოვრებიდან:
- ჰესე შეეცადა ემუშავა წიგნების მაღაზიაში, მაგრამ შეძლო მხოლოდ 3 დღით;
- ჰერმან გუნდერტმა, ჰერმან ჰესეს პაპამ და ფილოსოფიის დოქტორმა (რომელიც ასევე ფლობდა მრავალ ენას) ბევრი რამ წაუკითხა შვილიშვილს და მისცა ნება ესარგებლა მისივე ბიბლიოთეკით;
- ჰესე იყო თავნება ბავშვი - დედამისი წერდა
„პატარა თანამემამულე ცხოვრობს მასში, დაუჯერებელი ძალა, ძლიერი ნებისყოფა, და ოთხი წლის ასაკში ნამდვილად გასაოცარი გონება აქვს." - ჰესეს მეუღლე, მია (მარია) ბერნული - მათემატიკოსთა ცნობილი ოჯახიდან იყო;
- პირველ მსოფლიო ომში, ჰესე შედიოდა მოხალისედ საიმპერატორო ჯარში, მაგრამ საბრძოლო მოვალეობისთვის უვარგისი აღმოჩნდა. ამის ნაცვლად მას დაევალა სამხედრო ძალების მოვლა;
- მარია დაავადდა ფსიქოზით, გამოჯანმრთელების შემდეგ წყვილი დაშორდა;
- ჰესე შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია ჰიტლერის მიერ ხელოვნებისა და ლიტერატურის ჩახშობისადმი და აპროტესტებდა ნაცისტურ იდეოლოგიას. საბოლოოდ ნაცისტებმა აკრძალეს მისი საქმიანობა ჟურნალებში.
- 1946 წელს ჰესემ მიიღო ნობელი ლიტერატურის დარგში.
- New York Times ამტკიცებდა, რომ ჰესეს ნამუშევრები მეტწილად "მიუწვდომელი" იყო ამერიკელი ხალხისათვის;
- ჰესემ გამოთვალა, რომ მისი საშუალო ყოველდღიური მიმოწერა 150 გვერდს აღემატებოდა;