ავტორი
რიჩარდ დოქინსი Richard Dawkins
26 მარტი, 1941
რიჩარდ დოქინსი წარმოშობით ბრიტანელი ბიოლოგი და ეთოლოგი დაიბადა 1941 წლის 26 მარტს ნაირობიში, კენიის დედაქალაქში, ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში. კენიიდან ინგლისში დაბრუნების შემდეგ, ავტორი ჩაირიცხა ზოოლოგიის ფაკულტეტზე ოქსფორდის უნივერსიტეტის შემადგენელ ბალიოლის კოლეჯში. 1962 წელს ბაკალავრის საფეხურის დასრულების შემდეგ, მან გააგრძელა თავისი მოღვაწეობა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც ავტორი მოგვიანებით იღებს მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებსაც. დღეს ის ცნობილია თავისი კრიტიკული მიდგომებით კრეაციონიზმისადმი.
1976 წელს რიჩარდ დოქინსმა გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი „ეგოისტი გენი“, რითაც მოიპოვა დიდი პოპულარობა. ცნობილია ასევე მისი სხვა ნაშრომებიც, კერძოდ, „ღმერთი, როგორც ილუზია“, „გაფართოებული ფენოტიპი“ და სხ. დღესდღეობით, რიჩარდ დოქინსი 81 წლის ასაკშიც კი აგრძელებს სამეცნიერო მოღვაწეობას და აქტიურად ანებივრებს თავის მკითხველებს ახალი წიგნებით.