ანოტაცია: თანამედროვე საქართველოში „მწვანე იდეები“ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. თუმცა, ამ იდეების ისტორიასთან დაკავშირებული კვლევა და სწავლება თითქმის არ მიმდინარეობს. მაშინ, როცა საბუნებისმეტყველო ცოდნა და მისი გავრცელება, ტყე-პარკების, რეკრეაციული სივრცეების შემქნა ქართველ მეცნიერთა თუ კულტურის მოამაგეთა საქმიანობისა და ქართულ-ევროპული დიალოგის მნიშვნელოვანი ნაწილია.