ანოტაცია: როგორ წარმოიშვა სამყარო, გალაქტიკები, პლანეტები, დედამიწა, სიცოცხლე, ადამიანი? როგორ დაიბადა მეცნიერება და ანტიკურ ცივილიზაციაში ვინ დაუდო საფუძველი წმინდა მეცნიერული აზროვნების მოდელს? მარტონი ვართ თუ არა უსასრულო კოსმოსურ სივრცეში? რას გვამცნობენ კოსმოსში გაგზავნილი აპარატები თუ ექსპედიციები? – ამ კითხვებზე პასუხს სცემს კარლ სეიგანის „კოსმოსი“ – ყველა დროისა და ხალხის ძალზე პოპულარულ წიგნთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო, მხატვრულად საკითხავი სამეცნიერო ნაწარმოები.