ანოტაცია: წიგნში საუბარია იმაზე,როგორ შეუძლია ჩვენს მუზეუმებს კარდინალურად შეცვალონ ვითარება.თანამედროვე მუზეუმის მართვის პრინციპების ადაპტაცია საქართველოს პირობებთან ამ სახელმძღვანელოს საკვანძო კომპონენტია.ამასთანავე,წიგნი ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება შეიქმნას ადეკვატური წარმოდგენა თანამედროვე მუზეუმის საქმიანობის სპეციფიკაზე,დაინახოს მუზეუმთან თანამშრომლობის შესაძლებლობები და სარგებლობა.ამრიგად,წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ მუზეუმების თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის,არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.