ანოტაცია: თქვენ ხართ თქვენი ბრენდის საუკეთესო სტრატეგი! დიდი იდეების უმეტესობა დიდ ბრენდებად იმიტომ ვერ იქცევა, რომ ადამიანებმა არ იციან, საიდან დაიწყონ ან, უბრალოდ, ჩამოუყალიბებლად იწყებენ და საკუთარ ბედს ნაუცბათევ გადაწყვეტილებებს მიანდობენ ხოლმე. სუნ ძი „ომის ხელოვნებაში“ ამბობს, გამარჯვებული რაზმები ბრძოლას შეტაკებების წინ იგებენ და არა მათი მიმდინარეობისასო. ასეა ბრენდინგშიც - რაც უფრო უკეთ მომზადებული ხვდებით ბრძოლას, მით მეტია თქვენი ბიზნესიდეის დიდ ბრენდად ქცევის შანსი.