ანოტაცია: ნობელის პრემიის ლაურეატისა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე მეცნიერის, დანიელ კანემანის, რევოლუციური წიგნი "იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა“ ავტორის მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს შედეგებზე დაყრდნობით გვიყვება, იმაზე, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება აზროვნების ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული პროცესის - სწრაფი და ნელი აზროვნების შედეგად. წიგნი არაერთ მნიშვნელოვან კითხვაზეც დაგვაფიქრებს: მაგალითად, უნდა ვენდოთ თუ არა ჩვენს ინტუიციას?