ანოტაცია: უფალი ამბობს: „შეჩერდით და ნახეთ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი“ (ფსალმ. 45,11).„შეჩერდით“ ამქვეყნიური საზრუნავებისგან ფიზიკურ შეჩერებასაც ნიშნავს, მაგრამ უფრო აღნიშნავს გონებით ღმერთში შეჩერებას, რათა გონებამ ღმერთში იმოძრაოს და დაინახოს, რომ ის არის ღმერთი. გონება მაშინ არის ღმერთში შეჩერებული, როცა ღვთის სიტყვით განისწავლება. ყველა, ვინც ღვთის სიტყვაზე შეჩერდება, ვინც ქრისტეს სწავლებაზე შეჩერდება, ამქვეყნიური სიმდიდრის მოპოვების მიმართ უმოძრაოდ მყოფი გონებით იმოძრავებს ქრისტეში და გაჰყვება მის სიტ